
ნანა სანდერი საპროცესო შეთანხმებას ითხოვს
ფორმულა|formulanews.ge
4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მიმართა.
ადვოკატის თქმით, ნანა სანდერი აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ორივე ქმედებას.
“დიახ, ვაღიარებ ბრალს. ყველაფერში ვეთანხმები ჩემს ადვოკატს. თანახმა ვარ 1 წელსა და 1 თვეზე გამიფორმონ საპროცესო შეთანხმება”, - ინტერპრესნიუსის თანახმად, განაცხადა მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა სასამართლო პროცესზე.
საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე მზაობას ადასტურებს ბრალდების მხარე, თუმცა, რა პირობებით გათავისუფლდება მსჯავრდებული, პროკურორის განმარტებით, ამისთვის შესაბამისი პროცედურის გავლაა საჭირო.
გაზიარება:
ფორმულა
წყარო: formulanews.ge