მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. მარტა კოსის თქმით ევროკავშირის კანდიდატებმა ტრამპის MAGA მოძრაობასთან კავშირი უნდა გაწყვიტონ
მარტა კოსის თქმით ევროკავშირის კანდიდატებმა ტრამპის MAGA მოძრაობასთან კავშირი უნდა გაწყვიტონ

მარტა კოსის თქმით ევროკავშირის კანდიდატებმა ტრამპის MAGA მოძრაობასთან კავშირი უნდა გაწყვიტონ

ფორმულა|formulanews.ge

ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატმა ქვეყნებმა დონალდ ტრამპის „MAGA“ მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ.

MAGA „გახადე ამერიკა კვლავ დიდებული“- არის პოლიტიკური მოძრაობა და კონსერვატიული იდეოლოგიური ფრთა აშშ-ში, რომელიც დონალდ ტრამპისა და მისი მხარდამჭერების გარშემო ჩამოყალიბდა.

ბრიუსელში, ევროპის პოლიტიკის კვლევის ცენტრის (CEPS) ღონისძიებაზე გამოსვლისას კოსმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის გაფართოების პროცესში, ისტორიაში პირველად, გაჩნდნენ აშკარა მოწინააღმდეგეები. მისი თქმით, ევროპაზე ზეწოლა მიმდინარეობს არა მხოლოდ აღმოსავლეთიდან (რუსეთიდან), არამედ დასავლეთიდანაც — MAGA-ს იდეოლოგების მხრიდან, რომლებიც ცდილობენ დაარწმუნონ საზოგადოება, რომ ევროპული ცივილიზაცია და ეკონომიკა დაღმასვლას განიცდის.

მანამდე, დუბლინში გამართულ შეხვედრაზე, კოსმა ისლანდიის რეფერენდუმის მაგალითზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მემარჯვენე პოპულისტები დიდი რესურსებით ცდილობენ ევროკავშირის იდეის დაკნინებას და მისი მხოლოდ ეკონომიკურ გაერთიანებამდე დაყვანას.

რაც შეეხება ჩინეთს, ევროკომისარმა განმარტა, რომ პეკინი განსხვავებულ ტაქტიკას იყენებს: ის ცდილობს ეკონომიკური ფეხი მოიკიდოს კანდიდატ ქვეყნებში, რათა მათი ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ავტომატურად მოიპოვოს წვდომა ევროპის საერთო ბაზარზე.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 212 სტატია.

  • სომხეთიდან ევროკავშირში ექსპორტი 51%-ით გაიზარდა და $717 მილიონს მიაღწიაBM.GE
  • ბოჭორიშვილის უწყება შეშფოთებულია იმის გამო, რომ ევროკავშირმა ოპოზიციის აკრძალვის პროცესი გააკრიტიკანეტგაზეთი
  • ცოტნე კობერიძე ევროკავშირში ინტეგრაციაზე: გეოგრაფია მნიშვნელოვანია, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს - არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამის გამო რაღაცები გვეპატიებარუსთავი 2
  • ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში ხუთი ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელებსტვ პირველი
ევროკავშირის →ტრამპი →

მსგავსი სტატიები

სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა

სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა

ფორმულა

კობახიძე: ქალბატონ რასას, მის მეგობრებს უნდათ საქართველო ჩარჩეს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში

კობახიძე: ქალბატონ რასას, მის მეგობრებს უნდათ საქართველო ჩარჩეს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში

ფორმულა

კობახიძე: ოფიციალურ ვახშამზე მადიარს ორმხრივ ურთიერთობებზე ვესაუბრე

კობახიძე: ოფიციალურ ვახშამზე მადიარს ორმხრივ ურთიერთობებზე ვესაუბრე

ფორმულა

ნივთმტკიცებად ამოიღეს "მეთადონი", "ამფეტამინი", პისტოლეტი, მჭიდი - დაკავებულია 1 პირი

ნივთმტკიცებად ამოიღეს "მეთადონი", "ამფეტამინი", პისტოლეტი, მჭიდი - დაკავებულია 1 პირი

ფორმულა