მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ადვოკატის თქმით მოწმემ გრიგოლ ლილუაშვილისთვის ქრთამის მიცემა და მფარველობა უარყო
ადვოკატის თქმით მოწმემ გრიგოლ ლილუაშვილისთვის ქრთამის მიცემა და მფარველობა უარყო

ადვოკატის თქმით მოწმემ გრიგოლ ლილუაშვილისთვის ქრთამის მიცემა და მფარველობა უარყო

ფორმულა|formulanews.ge

სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატის, ლანა ცერცვაძის განცხადებით, სასამართლოში დაცვის მხარის მოწმემ, ბრალდებულმა ანდრია ლილუაშვილმა კატეგორიულად უარყო ქრთამის გადაცემა და ე.წ. „ქოლ-ცენტრების“ მფარველობა გრიგოლ ლილუაშვილის მხრიდან.

ცერცვაძის თქმით, ბრალდების მხარის ვერსია სწორედ ანდრია ლილუაშვილის მეშვეობით თანხების გადაცემას ეფუძნებოდა, თუმცა მოწმემ დაადასტურა, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ადვოკატმა ასევე განმარტა, რომ ანდრია ლილუაშვილის ვიზიტები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში ოფიციალური წესების სრული დაცვით ხორციელდებოდა და მათ უკანონო შინაარსი არ ჰქონიათ. ცერცვაძის თქმით, სუს-ში რამდენჯერმე შესვლის მიზეზი ანდრია ლილუაშვილის ძმის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა იყო, პროკურატურა კი გრიგოლ ლილუაშვილის საქმის განხილვისას უსაფუძვლოდ ცდილობს მოწმის ბიზნეს-საქმიანობასა და ინვესტიციებში ჩაღრმავებას.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა

სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა

ფორმულა

კობახიძე: ქალბატონ რასას, მის მეგობრებს უნდათ საქართველო ჩარჩეს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში

კობახიძე: ქალბატონ რასას, მის მეგობრებს უნდათ საქართველო ჩარჩეს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში

ფორმულა

კობახიძე: ოფიციალურ ვახშამზე მადიარს ორმხრივ ურთიერთობებზე ვესაუბრე

კობახიძე: ოფიციალურ ვახშამზე მადიარს ორმხრივ ურთიერთობებზე ვესაუბრე

ფორმულა

ნივთმტკიცებად ამოიღეს "მეთადონი", "ამფეტამინი", პისტოლეტი, მჭიდი - დაკავებულია 1 პირი

ნივთმტკიცებად ამოიღეს "მეთადონი", "ამფეტამინი", პისტოლეტი, მჭიდი - დაკავებულია 1 პირი

ფორმულა