მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. საპატრიარქო დონბასში მებრძოლი ბატალიონისთვის ბერ გაბრიელის სახელის დარქმევას ემიჯნება
საპატრიარქო დონბასში მებრძოლი ბატალიონისთვის ბერ გაბრიელის სახელის დარქმევას ემიჯნება

საპატრიარქო დონბასში მებრძოლი ბატალიონისთვის ბერ გაბრიელის სახელის დარქმევას ემიჯნება

ფორმულა|formulanews.ge

საქართველოს საპატრიარქო მკვეთრად ემიჯნება დონეცკის მიმართულებით, რუსეთის მხარეს მებრძოლი სამხედრო დანაყოფისთვის წმინდა ბერ გაბრიელის (ურგებაძე) სახელის დარქმევის ფაქტს.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ეკლესიასთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე მიღებული ეს გადაწყვეტილება კატეგორიულად მიუღებელია, ხოლო წმინდანის სახელის სამხედრო მოქმედებების გამართლებისთვის გამოყენება მიკერძოებულ სპეკულაციას წარმოადგენს. საპატრიარქოში შეშფოთება გამოთქვეს იმის გამოც, რომ ინიციატივას მხარს რუსული ეკლესიის ცალკეული სასულიერო პირებიც უჭერენ.

დონბასში მებრძოლი ბატალიონისთვის ბერ გაბრიელის სახელის მინიჭების შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის იანვარში გავრცელდა. 8 სექტემბერს კი გავრცელდა ცნობა, რომ საქართველოდან ჩასულმა „მოხალისეებმა“, მათ შორის პროსახელისუფლებო მედიასპიკერმა ბესიკ დანელიამ, აღნიშნულ დანაყოფს მოტოციკლები და სამლოცველო ოთახები გადასცეს.

საპატრიარქო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ წმინდა გაბრიელის ცხოვრება სიყვარულისა და ქრისტიანული სარწმუნოების ქადაგებას ემსახურებოდა და მისი სახელის სამხედრო კონფლიქტში გამოყენება სრულიად ეწინააღმდეგება ეკლესიის პრინციპებს.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა

სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა

ფორმულა

კობახიძე: ქალბატონ რასას, მის მეგობრებს უნდათ საქართველო ჩარჩეს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში

კობახიძე: ქალბატონ რასას, მის მეგობრებს უნდათ საქართველო ჩარჩეს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში

ფორმულა

კობახიძე: ოფიციალურ ვახშამზე მადიარს ორმხრივ ურთიერთობებზე ვესაუბრე

კობახიძე: ოფიციალურ ვახშამზე მადიარს ორმხრივ ურთიერთობებზე ვესაუბრე

ფორმულა

ნივთმტკიცებად ამოიღეს "მეთადონი", "ამფეტამინი", პისტოლეტი, მჭიდი - დაკავებულია 1 პირი

ნივთმტკიცებად ამოიღეს "მეთადონი", "ამფეტამინი", პისტოლეტი, მჭიდი - დაკავებულია 1 პირი

ფორმულა