მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავეს
უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავეს

უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავეს

ფორმულა|formulanews.ge

შსს-ს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს.

კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 59 უცხოელი არალეგალი, მათ შორის - კენიის, თურქეთის, რუსეთის, ინდოეთის, ეგვიპტის, განას, ეთიოპიის, უზბეკეთის, ფილიპინების, სუდანის, კამერუნის, ჩინეთის და აზერბაიჯანის მოქალაქე.

"სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების ფარგლებში, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას.

დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.

ამჟამად, დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.

აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედებიდან დღემდე, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის 160 ღონისძიება ჩაატარეს, რის შედეგადაც ჯამში გადამოწმდა 18 000 უცხო ქვეყნის მოქალაქე, ხოლო ღონისძიებებისას გამოვლენილი 1000 არალეგალი მიგრანტი უკვე გაძევებულია საქართველოდან", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უცხო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 43 სტატია.

  • აფხაზეთში „არასასურველი უცხო ქვეყნის მოქალაქის“ სტატუსს შემოიღებენნეტგაზეთი
  • ხალხი ვერ დადგება იმ აგენტურის მხარეს, რომელიც ამბობს, რომ ცალ ფეხზე უნდა დაუდგე უცხო ქვეყნის ხელისუფლებას - შალვა პაპუაშვილირუსთავი 2
  • აჭარაში უცხო ქვეყნის მოქალაქემ $35 000-ის ყალბი ფული გაასაღა - კუპიურები ამოღებულია | საგამოძიებო სამსახურიBM.GE
  • ამოღებულია 14 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალება - დააკავეს უცხო ქვეყნის ორი მოქალაქეტვ პირველი
უცხო →

მსგავსი სტატიები

პოლონეთში Patriot-ის რაკეტების ტექნიკური მომსახურების ახალი ცენტრი გაიხსნება

პოლონეთში Patriot-ის რაკეტების ტექნიკური მომსახურების ახალი ცენტრი გაიხსნება

ფორმულა

ფინეთის პრეზიდენტი და ნორვეგიის პრემიერი პუტინთან ომის დასრულებაზე მოლაპარაკებებს მართავენ

ფინეთის პრეზიდენტი და ნორვეგიის პრემიერი პუტინთან ომის დასრულებაზე მოლაპარაკებებს მართავენ

ფორმულა

ევროპის საინვესტიციო ბანკი კანადასთან კრიტიკული ნედლეულის შეთანხმებას გააფორმებს

ევროპის საინვესტიციო ბანკი კანადასთან კრიტიკული ნედლეულის შეთანხმებას გააფორმებს

ფორმულა

სამხრეთ აფრიკაში საქართველოში ექსპორტისთვის განკუთვნილი ბაობაბების საქმეზე საქმე აღიძრა

სამხრეთ აფრიკაში საქართველოში ექსპორტისთვის განკუთვნილი ბაობაბების საქმეზე საქმე აღიძრა

ფორმულა