მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. აშშ-მა რუსეთის VTB ბანკს ირანის სანქციების გვერდის ავლის გამო ახალი შეზღუდვები დაუწესა
აშშ-მა რუსეთის VTB ბანკს ირანის სანქციების გვერდის ავლის გამო ახალი შეზღუდვები დაუწესა

აშშ-მა რუსეთის VTB ბანკს ირანის სანქციების გვერდის ავლის გამო ახალი შეზღუდვები დაუწესა

ფორმულა|formulanews.ge

ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის სიდიდით მეორე სახელმწიფო ბანკს, „ვითიბი ბანკს“ (VTB), ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის მცდელობებში მონაწილეობის გამო დამატებითი შეზღუდვები დაუწესა.

უწყების ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსულმა ფინანსურმა ინსტიტუტმა ირანში წარმომადგენლობითი ოფისები გახსნა, სანქცირებული ირანული ბანკების ტრანზაქციები დაამუშავა და უზრუნველყო მილიარდობით დოლარის ოდენობის გაყინული ირანული აქტივების გადატანა.

აშშ-ის ხაზინის სანქციებზე ზედამხედველობის განყოფილების ყოფილი თანამდებობის პირისა და ანალიტიკოსის, მიად მალეკის შეფასებით, VTB-ს წინააღმდეგ გადადგმული ეს ნაბიჯი პირდაპირ უნდა განვიხილოთ, როგორც ვაშინგტონის ირიბი ზეწოლა ჩინეთზე, სადაც ირანული ნავთობის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილი ინახება.

მალეკი განმარტავს, რომ „ვითიბი ბანკი“ ერთადერთი რუსული ბანკია, რომელიც კონტინენტურ ჩინეთში ოფიციალურ ფილიალს ფლობს და წვდომა აქვს ქვეყნის შიდა გადახდის სისტემასთან. ჩინური ფინანსური ინსტიტუტები VTB-სთან საქმიან ურთიერთობას აქამდეც აგრძელებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ბანკი უკრაინაში შეჭრის გამო აშშ-ის ბლოკირების სანქციების ქვეშ იმყოფებოდა.

თუმცა, ირანის სანქციების სიაში მოხვედრა საერთაშორისო ბაზარზე გაცილებით „მასშტაბურია“ — აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო ელის, რომ მეორადი სანქციების შიშით ჩინური ბანკები „ვითიბისთან“ ურთიერთობების გაწყვეტას დაიწყებენ.

ცნობისთვის, რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად „ვითიბი ბანკს“ შეერთებულმა შტატებმა პირველი შეზღუდვები ჯერ კიდევ 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ დაუწესა, ხოლო 2022 წელს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისას, მას სრული საბანკო ბლოკირება გამოუცხადა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 280 სტატია.

  • უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებები აბუ-დაბიში ნოემბრის პირველ ნახევარში ჩატარდებაBM.GE
  • რუსეთი ქართული ლაბორატორიების შესამოწმებლად საქართველოში ჯგუფს აგზავნისტვ პირველი
  • რუსეთთან ნორმალური საუბარი, დეოკუპაციის შემთხვევაში, სწორი და გამართლებულია. თუ სხვა, ახალი ხელისუფლებები ამას გააკეთებენ, ამაში მე ვერაფერს ტრაგიკულს ვერ ვხედავ - გრიგოლ გეგელიარუსთავი 2
  • საკონსტიტუციო პროცესი ეძღვნება რუსეთისთვის სამართლებრივი არგუმენტის შექმნას — ცქიტიშვილინეტგაზეთი
რუსეთის →ირანის →

მსგავსი სტატიები

ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული დახმარებისა და მოსახლეობის ევაკუაციის ოპერაცია დაიწყო

ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული დახმარებისა და მოსახლეობის ევაკუაციის ოპერაცია დაიწყო

ფორმულა

რუსული გამოცემა „ნოვაია გაზეტა“ 30-წლიანი მუშაობის შემდეგ არსებობას წყვეტს

რუსული გამოცემა „ნოვაია გაზეტა“ 30-წლიანი მუშაობის შემდეგ არსებობას წყვეტს

ფორმულა

ბულგარეთმა რუსეთს მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე, ხვიჩა ცხაკაია გადასცა

ბულგარეთმა რუსეთს მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე, ხვიჩა ცხაკაია გადასცა

ფორმულა

სერგეი ლავროვი G20-ის მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად აშშ-ში ჩავიდა

სერგეი ლავროვი G20-ის მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად აშშ-ში ჩავიდა

ფორმულა