მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, თსუ-დან გმირთა მემორიალამდე მსვლელობა გაიმართება
27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, თსუ-დან გმირთა მემორიალამდე მსვლელობა გაიმართება

27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, თსუ-დან გმირთა მემორიალამდე მსვლელობა გაიმართება

ფორმულა|formulanews.ge

27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გმირთა მემორიალამდე მსვლელობა გაიმართება.

ცოტა ხნის წინ დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებით გმირთა მოედანზე აფხაზთა კრებამ განცხადება გააკეთა. აფხაზთა კრებას საპროტესტო ჯგუფები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიც უერთდებიან.

განცხადება სრულად:

"27 სექტემბერი რუსეთის ფედერაციისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ სოხუმის ოკუპაციის დღეა. დღე, რომელიც შეგვახსენებს, ვინ არის საქართველოს საუკუნოვანი მტერი, რომელმაც 1992 წელს ქართული სახელმწიფოებრიობის ჩანასახშივე გასანადგურებლად აფხაზეთში 1-წლიანი სისხლიანი ომი წამოიწყო და ქართველების გენოციდი მოგვიწყო.საქართველოს დღესაც იგივე მტერი ჰყავს, თუმცა ამავდროულად, ქვეყანას ამ მტრის ბუნებრივი მოკავშირე - ივანიშვილის რეჟიმი მართავს, რომელიც ცდილობს საქართველოს უახლესი ისტორია გადაწეროს, მტერი და მოყვარე ერთმანეთში აგვირიოს, საზოგადოების დემორალიზებასა და დეზორიენტირებას მიაღწიოს, ქვეყანას მოკავშირეები ჩამოაშოროს და 90-იანი წლების მსგავსად საქართველო, რუსეთის პირისპირ, მარტო დატოვოს. ამ ომში დაღუპული გმირებისა და გენოციდის მსხვერპლთა წინაშე, ჩვენი პასუხისმგებლობა მხოლოდ ხსოვნა არ არის. მათი მსხვერპლი გვავალდებულებს, არ მივცეთ რუსეთს სისხლიანი ომიდან 33-წლის თავზე, ვასალი რეჟიმის გამოყენებით, თავისი ამოცანების შესრულების, საქართველოს ბუნებრივი წიაღიდან - თავისუფალი სამყაროდან ჩამოშორების და ჩვენი სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის განადგურების შესაძლებლობა. საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად, ჩვენი მტრის მოკავშირე რეჟიმი ძალაუფლებას უნდა ჩამოვაშოროთ, ქვეყნის შიგნით მტრის ინფილტრაცია გავანეიტრალოთ, თავდაცვისუნარიანობა გავაძლიეროთ, ძლიერი მოკავშირეები შევიძინოთ და თავისუფალ სამყაროში სრულფასოვანი ინტეგრაციით ქვეყანა სამშვიდობოს გავიყვანოთ.27 სექტემბერს, 19:00 საათზე შევიკრიბოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და მსვლელობით მივალთ გმირთა მემორიალთან, საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების პატივის მისაგებად".

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უკრაინის ფრონტზე გენერალი ანტონ გრუნისი მოკლეს, ის 2008-ში საქართველოს წინააღმდეგაც იბრძოდა

უკრაინის ფრონტზე გენერალი ანტონ გრუნისი მოკლეს, ის 2008-ში საქართველოს წინააღმდეგაც იბრძოდა

ფორმულა

სუს-ის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს

სუს-ის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს

ფორმულა

აშშ-ის სასამართლომ საქართველოს ENKA-ს მიმართ $400 მილიონზე მეტის გადახდა დააკისრა

აშშ-ის სასამართლომ საქართველოს ENKA-ს მიმართ $400 მილიონზე მეტის გადახდა დააკისრა

ფორმულა

ჯაღმაიძე: პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ვიცოდით

ჯაღმაიძე: პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ვიცოდით

ფორმულა