მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ინაშვილის თქმით ღარიბაშვილთან პოლიტიკური ალიანსი პოლიტიკურ ველზე სიახლეს შემოიტანს
ინაშვილის თქმით ღარიბაშვილთან პოლიტიკური ალიანსი პოლიტიკურ ველზე სიახლეს შემოიტანს

ინაშვილის თქმით ღარიბაშვილთან პოლიტიკური ალიანსი პოლიტიკურ ველზე სიახლეს შემოიტანს

ფორმულა|formulanews.ge

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რომ ოცნების ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან პოლიტიკური თანამშრომლობის შეთავაზება კვლავ ძალაშია. ინაშვილის შეფასებით, ტრადიციონალისტურ ველზე პატიმრობაში მყოფი ღარიბაშვილის რეიტინგი ირაკლი კობახიძის რეიტინგზე გაცილებით მაღალია და მათი პოლიტიკური ერთობის შედგენა სერიოზულ ცვლილებებს შეიტანს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ინაშვილმა ეჭვქვეშ დააყენა ღარიბაშვილის ჩხრეკისას დიდი რაოდენობით ნაღდი ფულისა და ძვირფასი ნივთების ამოღების ოფიციალური ვერსიაც. მისი თქმით, თანამედროვე ეპოქაში ჩინოვნიკები თუ ბიზნესმენები სეიფში „ქეშ“ ფულს აღარ ინახავენ, ხოლო თუ ადვოკატების განცხადება სიმართლეს შეესაბამება და ნივთები მჩხრეკავებმა მიიტანეს, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია.

ამასთან, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა გამორიცხა სუს-ის ყოფილ უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან თანამშრომლობა და აღნიშნა, რომ ის პოლიტიკოსი არასდროს ყოფილა, განსხვავებით ღარიბაშვილისგან, რომელსაც „საკანშიც კი თავისი წონა აქვს“.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ზელენსკი თურქეთში რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება

ზელენსკი თურქეთში რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება

ფორმულა

ნიდერლანდები უკრაინას არასამხედრო დახმარების სახით 1.2 მილიარდ ევროს გამოუყოფს

ნიდერლანდები უკრაინას არასამხედრო დახმარების სახით 1.2 მილიარდ ევროს გამოუყოფს

ფორმულა

რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო

რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო

ფორმულა

ოლეშკიდან ევაკუირებული მოსახლეობა თვითმფრინავებით ბელარუსში გადაიყვანეს

ოლეშკიდან ევაკუირებული მოსახლეობა თვითმფრინავებით ბელარუსში გადაიყვანეს

ფორმულა