მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ზელენსკი: სენატორ გრემს არ შეპარვია ეჭვი, რომ აშშ-ს აქვს ძალა დიქტატორებთან დაპირისპირების
ზელენსკი: სენატორ გრემს არ შეპარვია ეჭვი, რომ აშშ-ს აქვს ძალა დიქტატორებთან დაპირისპირების

ზელენსკი: სენატორ გრემს არ შეპარვია ეჭვი, რომ აშშ-ს აქვს ძალა დიქტატორებთან დაპირისპირების

ფორმულა|formulanews.ge

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, გამოეხმაურა რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემის ინიციატივთ შექმნილ კანონპროექტზე დონალდ ტრამპის ხელმოწერას, რაც რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას გულისხმობს.

ზელენსკი განცხადებაში მადლობას უხდის აწ გარდაცვლილ სენატორ ლინდსი გრემს სწორი კანონპროექტის შემუშავებისთვის და დონალდ ტრამპს კანონპროექტის მხარდაჭერისთვის.

"როდესაც ლინდსი გრემი აქ, უკრაინაში, იმყოფებოდა, ის ყოველთვის საუბრობდა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, არ შევამსუბუქოთ ზეწოლა რუსეთზე, გავაძლიეროთ სანქციები და ვეძებოთ მშვიდობისკენ მიმავალი გზა. განსაკუთრებით იმ დედაქალაქებში, სადაც იღებენ გადაწყვეტილებებს რუსული ნავთობის შესყიდვაზე, რუსეთისთვის ფინანსური მომსახურების გაწევაზე და პუტინთან და ომთან დაკავშირებული რუსული კომპანიებისთვის სხვა ქვეყნებში ჩვეულებრივ ბიზნესურთიერთობებში ჩართვის შესაძლებლობის მიცემაზე.

სენატორ გრემს არც ერთი წამით არ შეპარვია ეჭვი, რომ ამერიკას აქვს საკმარისი ძალა დიქტატორებთან დასაპირისპირებლად და შედეგების მისაღწევად, თუ ის იმოქმედებს სწორი გზით.

მადლობას ვუხდი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ამ უმნიშვნელოვანესი კანონის ხელმოწერისთვის.

მადლობას ვუხდი ყველა სენატორსა და წარმომადგენელთა პალატის წევრს, რომლებმაც მას მხარი დაუჭირეს.

ლინდსის ხსოვნის პატივისცემის საუკეთესო გზა იქნება ამ კანონის დებულებების სრულად და რაც შეიძლება სწრაფად განხორციელება. ხოლო საუკეთესო ჯილდო ყველასთვის, ვინც გვეხმარება რუსეთზე ზეწოლის განხორციელებაში ომის დასასრულებლად, იქნება მშვიდობა. მშვიდობა - და დასასრული ყველა იმ პრობლემისა და გამოწვევისა, რომელიც ამ ომმა მოიტანა.

მშვიდობა ძალის მეშვეობით მოდის. სიმშვიდე უსაფრთხოების წყალობით დგება. ხოლო უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია სიმტკიცეა.

მადლობა ყველას, ვინც მტკიცედ იცავს სიცოცხლეს! მადლობა ყველას, ვინც უკრაინის გვერდით დგას! ამერიკავ, გმადლობ!", - წერს ზელენსკი.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ხოშტარია: ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური ანგარიშწორების მსხვერპლია

ხოშტარია: ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური ანგარიშწორების მსხვერპლია

ფორმულა

ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ფორმულა

აშშ, უკრაინა და რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებს 10-11 ნოემბერს განაახლებენ

აშშ, უკრაინა და რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებს 10-11 ნოემბერს განაახლებენ

ფორმულა

ოქტომბერში სამომხმარებლო ფასები წინა წელთან შედარებით გაიზარდა - გაძვირდა თევზი, ხორცი და ხილი

ოქტომბერში სამომხმარებლო ფასები წინა წელთან შედარებით გაიზარდა - გაძვირდა თევზი, ხორცი და ხილი

ფორმულა