
აშშ, უკრაინა და რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებს 10-11 ნოემბერს განაახლებენ
აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლები 10–11 ნოემბერს აბუ-დაბიში სამშვიდობო მოლაპარაკებებს განაახლებენ. ამიშ შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა. მოლაპარაკებებში აშშ მედიატორის როლს შეასრულებს.
უიტკოფის განცხადებით, აბუ-დაბიში დაგეგმილი ახალი მოლაპარაკებები მოიცავს ომისშემდგომი უსაფრთხოების შეთანხმებების, ესკალაციის შემცირების, ჰუმანიტარული საკითხებისა და ომის დასრულების თემებს.
აშშ-ის წარმომადგენლის ინფორმაციით, ამერიკელი მომლაპარაკებლები ამ კვირაში ბრიუსელში სამუშაო დონეზე გამართავენ შეხვედრებს საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და ნატოს წარმომადგენლებთან.
შეხვედრებზე განსახილველი საკითხები იქნება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, ევროპის მომავალი უსაფრთხოების არქიტექტურა და უკრაინის რეკონსტრუქციისთვის ეკონომიკური მხარდაჭერა.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge