მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. სოჭში, უკრაინული დრონების თავდასხმის გამო, რუსი მომღერლის კონცერტი ჩაიშალა
სოჭში, უკრაინული დრონების თავდასხმის გამო, რუსი მომღერლის კონცერტი ჩაიშალა

სოჭში, უკრაინული დრონების თავდასხმის გამო, რუსი მომღერლის კონცერტი ჩაიშალა

ფორმულა|formulanews.ge

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო სოჭში რუსი მომღერლის, ლოლიტას კონცერტი უკვე მესამედ ჩაიშალა.

საჰაერო განგაშის გამო მას სიმღერის შეწყვეტა მოუხდა და მაყურებელსაც ევაკუაციისკენ თავად მოუწოდა:

"სტოპ, ვწყვეტთ! სტოპ, სტოპ... როგორ ყელში ამოვიდნენ! ხალხო! გთხოვთ, დატოვეთ შენობა. გთხოვთ, ნუ ნერვიულობთ! გმადლობთ ყვავილებისთვის, ძალიან მიყვარხართ. ასე, კიდევ დაველოდოთ... ფრთხილად, გთხოვთ! სწრაფად, სწრაფად, სწრაფად ყველანი თავშესაფარში!", - მიმართა მან კონცერტზე მისულ ხალხს.

გუშუნ უკრაინული მხარის იერიშზე განცხადება გაავრცელა პრეზიდენტმა ზელენსკიმ, მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ თავდასხმის დროს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები გამოიყენეს.

უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, ოპერაციისას გამოიყენეს ისეთი სისტემები, როგორიცაა: FP-1, RZ-100, MICH-2000, „პალიანიცა“, „ვენდეტა“, „ლიუტი“, „ბარსი“, „ფლამინგო“, „სიჩენი“ და „პელიკანი“.

ცნობისთვის, ლოლიტა უკრაინული წარმოშობის მუსიკოსია, რომელიც რუსეთში მოღვაწეობს, მას ამ დრომდე არ დაუგმია რუსეთის აგრესია უკრაინის ტერიტორიაზე.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზღვაზე შტორმი, მაღალმთიან ზონებში ძლიერი თოვა

დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზღვაზე შტორმი, მაღალმთიან ზონებში ძლიერი თოვა

ფორმულა

უკრაინამ ესპანეთისგან თავდაცვის ახალი 437 მილიონი ევროს დახმარების პაკეტი მიიღო

უკრაინამ ესპანეთისგან თავდაცვის ახალი 437 მილიონი ევროს დახმარების პაკეტი მიიღო

ფორმულა

ევროკავშირი ტრამპის ინიციატივას ეხმაურება – მშვიდობისთვის „ბევრი მუშაობაა“ საჭირო

ევროკავშირი ტრამპის ინიციატივას ეხმაურება – მშვიდობისთვის „ბევრი მუშაობაა“ საჭირო

ფორმულა

ევროპაში დივერსიული მუქარების ტალღა 20-ზე მეტ ავიარეისს შეეხო

ევროპაში დივერსიული მუქარების ტალღა 20-ზე მეტ ავიარეისს შეეხო

ფორმულა