
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კომენტარების გამო აქტივისტი ანა ბდეიანი დააჯარიმეს
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარიძემ აქტივისტი ანა ბდეიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ დაწერილი კომენტარების გამო სამართალდამრღვევად ცნო და 4000 ლარით დააჯარიმა.
სასამართლოს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიმართვის საფუძველზე, საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლით — წვრილმანი ხულიგნობისა (166-ე მუხლი) და პოლიტიკური თანამდებობის პირების/საჯარო მოსამსახურეების სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის (17316 მუხლი) — აღიძრა.
სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, აქტივისტს ბრალად ედება სოციალურ ქსელში სხვადასხვა შეურაცხმყოფელი და უცენზურო ფრაზის გამოყენება. კერძოდ, საქმის მასალებში მითითებულია 2026 წლის 4, 18 და 19 აგვისტოს გამოქვეყნებული პოსტები და კომენტარები, რომლებიც მიმართული იყო ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის ირაკლი კობახიძისა და ბესო ჩუბინიძის წინააღმდეგ. მტკიცებულებად წარდგენილია შსს-ს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის ინსპექტორის მიერ შედგენილი ფეისბუკგვერდის დათვალიერების ოქმი.
ადვოკატის თქმით, საქმის შესახებ ინფორმაცია პირველად სახელისუფლებო მედიაპლატფორმების („იმედი“ და „რუსთავი 2“) ე.წ. ქარდებიდან გახდა ცნობილი, ხოლო თავად სარჩელი სასამართლოში მას შემდეგ მოიკითხეს, რაც პროპაგანდისტულმა მედიებმა მის შესახებ გაავრცელეს ცნობები.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge