მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. NGO-ები კანონმდებლობაში ცვლილებაზე: ოცნება არჩევნების შედეგების გასაჩივრებას კრძალავს
NGO-ები კანონმდებლობაში ცვლილებაზე: ოცნება არჩევნების შედეგების გასაჩივრებას კრძალავს

NGO-ები კანონმდებლობაში ცვლილებაზე: ოცნება არჩევნების შედეგების გასაჩივრებას კრძალავს

ფორმულა|formulanews.ge

ორგანიზაციები - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, სამართლიანი არჩევნებიას და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს უარყოფითად აფასებენ.

ქართული ოცნების პარლამენტში 28 ნოემბერს წარდგენილი იქნა კანონპროექტი, რომელიც არსებით ცვლილებებს ითვალისწინებს საქართველოს ორგანულ კანონებში - საარჩევნო კოდექსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ.

ორგანიზაციების შეფასებით, შემოთავაზებული ცვლილებები შეამცირებს არჩევნების შედეგების გადამოწმების შესაძლებლობას, შეზღუდავს სასამართლო კონტროლს და საარჩევნო ადმინისტრირების კიდევ უფრო ცენტრალიზებას გამოიწვევს.

ცვლილებების შესახებ მომზადებულ სამართლებრივ შეფასებაში ორგანიზაციები რამდენიმე მნიშვნელოვან პრობლემაზე მიუთითებს. კერძოდ:

ცესკოს შემაჯამებელი ოქმის სასამართლოში გასაჩივრება მხოლოდ ტექნიკური შეცდომების გასწორების მიზნით იქნება შესაძლებელი, რაც სისტემური საარჩევნო დარღვევების გასაჩივრებას შეზღუდავს; უქმდება საოლქო საარჩევნო კომისიების ვალდებულება, შემთხვევითი შერჩევით გამოავლინონ ხუთი საარჩევნო უბანი და ხელახლა დაითვალონ ხმები; სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებას კოლეგიური კომისიის ნაცვლად მისი თავმჯდომარე ერთპიროვნულად მიიღებს; ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ვადა 12 დღიდან 5 დღემდე მცირდება; მეორე ტურისთვის დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლების რეგისტრაციის ვადა ორი დღით მცირდება; იზღუდება გამოუყენებელი უფასო საეთერო დროის სხვა საარჩევნო სუბიექტებისთვის გადანაწილების შესაძლებლობა.

ორგანიზაციების შეფასებით, აღნიშნული ცვლილებები შეასუსტებს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას, ხმების დათვლის სიზუსტის გადამოწმების მექანიზმებსა და არჩევნების შედეგების მიმართ საზოგადოებრივ ნდობას.

ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ კანონპროექტის მომზადებას წინ არ უძღოდა საჯარო დისკუსია და დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციები. მათივე შეფასებით, საარჩევნო კანონმდებლობის ფუნდამენტური ცვლილებები ფართო პროფესიულ და საზოგადოებრივ კონსენსუსს უნდა ეფუძნებოდეს.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ოცნების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 137 სტატია.

  • რა შემთხვევაში იქნება შესძლებელი არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრება? – „ოცნების“ კანონპროექტინეტგაზეთი
  • "ოცნების" მთავრობამ დაამატა პუნქტი კონსტიტუციაში საქართველოს მისწრაფებაზე, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი - კობახიძეBM.GE
  • "ოცნებამ" იმის სამტკიცებად, რომ ივანიშვილი პრესის მიმტაცებელი არ არის, ბრიფინგი გამართატვ პირველი
  • პარტიების აკრძალვის პროცესი "ქართული ოცნების" ნება კი არა, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული უფლება და კონსტიტუციური აქტია, რომელიც ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის და მსოფლიო დემოკრატიული ქვეყნების პრაქტიკის შესაბამისია - ირაკლი ქადაგიშვილირუსთავი 2
ოცნების →არჩევნები →

მსგავსი სტატიები

ზელენსკი იმედოვნებს, აშშ-ის არჩევნების შედეგები დახმარების გაზრდაზე იმოქმედებს

ზელენსკი იმედოვნებს, აშშ-ის არჩევნების შედეგები დახმარების გაზრდაზე იმოქმედებს

ფორმულა

სერბეთში 2025-ში აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტებისთვის 10 პოლიციელი დაკაავეს

სერბეთში 2025-ში აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტებისთვის 10 პოლიციელი დაკაავეს

ფორმულა

უკრაინის დაბა კამიშევახაზე რუსეთის იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა

უკრაინის დაბა კამიშევახაზე რუსეთის იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა

ფორმულა

ევროკომისარი მარტა კოსი: მონტენეგრო, მოლდოვა და უკრაინა ევროინტეგრაციის გზაზე ლიდერობენ

ევროკომისარი მარტა კოსი: მონტენეგრო, მოლდოვა და უკრაინა ევროინტეგრაციის გზაზე ლიდერობენ

ფორმულა