მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ზელენსკი: მზად ვართ, რუსულ ენერგოობიექტებზე დარტყმები შევწყვიტოთ
ზელენსკი: მზად ვართ, რუსულ ენერგოობიექტებზე დარტყმები შევწყვიტოთ

ზელენსკი: მზად ვართ, რუსულ ენერგოობიექტებზე დარტყმები შევწყვიტოთ

ფორმულა|formulanews.ge

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი მზადაა, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე შორ მანძილზე დრონებითა და რაკეტებით დარტყმები შეწყვიტოს, თუ რუსეთი სრულად შეაჩერებს უკრაინის ენერგოსისტემასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე საჰაერო იერიშებს.

ზელენსკის თქმით, ეს წინადადება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, დაახლოებით 40-წუთიანი შეხვედრის დროს განიხილეს.

„თუ ჩვენ ენერგეტიკულ ობიექტებს არ ვესხმით თავს, ეს ნიშნავს, რომ არც ერთ ენერგეტიკულ ობიექტს არ ვესხმით თავს - ეს არის ჩვენი წინადადება. თუმცა, არ ვიცი, როგორია რუსეთის პოზიცია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, აშშ დათანხმდა, უკრაინის წინადადება ენერგეტიკის სფეროში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოსკოვს ოფიციალურად გადასცეს.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ზელენსკი: ველით ევროკავშირის სანქციების ძლიერ 22-ე პაკეტს

ზელენსკი: ველით ევროკავშირის სანქციების ძლიერ 22-ე პაკეტს

ფორმულა

პოლონეთში ორდღიანი გლოვა გამოცხადდა

პოლონეთში ორდღიანი გლოვა გამოცხადდა

ფორმულა

ტრამპმა UFC-ის ხელმძღვანელ დანა უაითს თეთრი სახლის პრესმდივნობა შესთავაზა

ტრამპმა UFC-ის ხელმძღვანელ დანა უაითს თეთრი სახლის პრესმდივნობა შესთავაზა

ფორმულა

კობახიძე: ჩინური ბიზნესისთვის ხელსაყრელ პირობებს მომავალშიც შევქმნით

კობახიძე: ჩინური ბიზნესისთვის ხელსაყრელ პირობებს მომავალშიც შევქმნით

ფორმულა