მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ტრამპმა UFC-ის ხელმძღვანელ დანა უაითს თეთრი სახლის პრესმდივნობა შესთავაზა
ტრამპმა UFC-ის ხელმძღვანელ დანა უაითს თეთრი სახლის პრესმდივნობა შესთავაზა

ტრამპმა UFC-ის ხელმძღვანელ დანა უაითს თეთრი სახლის პრესმდივნობა შესთავაზა

ფორმულა|formulanews.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შერეული ორთაბრძოლების ორგანიზაცია UFC-ის ხელმძღვანელს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნობა შესთავაზა. ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა.

„მოხარული ვარ განვაცხადო, რომ დიდ დანა უაითს, მებრძოლსა და მეომარს, ამერიკის შეერთებული შტატების პრესმდივნის თანამდებობა შევთავაზეთ. დანა, გთხოვ, მიიღე ეს თანამდებობა!“, - დაწერა ტრამპმა.

უაითს შეთავაზებაზე თანხმობა პირდაპირ არ გამოუხატავს, თუმცა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც თეთრი სახლის ბრიფინგების ოთახში, პრესმდივნის ტრიბუნასთან დგას. ფოტოს მინაწერი ჰქონდა: „ახალი თავისკენ“.

უაითი, რომელიც ლონდონში იმყოფებოდა, პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვაშინგტონში გაფრენას და ორშაბათს, 9 ნოემბერს, ტრამპთან შეხვედრას გეგმავს. კითხვაზე, როგორ შეათავსებს ახალ თანამდებობას UFC-სა და სხვა საქმიანობასთან, მან უპასუხა: „უკვე ბევრი სამსახური მაქვს“. უაითს არ დაუკონკრეტებია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს შეთავაზებასთან დაკავშირებით.

ტრამპის თქმით, მას სურს, უაითმა თეთრ სახლში UFC-ის რამდენიმე მებრძოლიც მიიყვანოს მრჩევლებად. პრეზიდენტმა ექვსი მებრძოლი დაასახელა, მათ შორის არიან რუსეთისა და ბრაზილიის წარმომადგენლები.

თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა ვაკანტურია მას შემდეგ, რაც კეტი ზაქარიამ პოსტი ხუთდღიანი მუშაობის შემდეგ დატოვა. მანამდე თანამდებობა კეროლაინ ლივიტს ეკავა, რომელმაც აგვისტოს ბოლოს პოსტი დატოვა.

ტრამპი და უაითი დიდი ხნის მეგობრები არიან. UFC-ის ხელმძღვანელი ტრამპის საარჩევნო გამარჯვების შემდეგ, 2024 წელს, სიტყვით გამოსვლის დროსაც მასთან ერთად იმყოფებოდა. ტრამპი UFC-ის ღონისძიებებს ხშირად ესწრება, მათ შორის, ივნისში ორგანიზაციამ აშშ-ის 250-ე დამოუკიდებლობის წლისთავისა და პრეზიდენტის 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად თეთრი სახლის ეზოში ორთაბრძოლა გამართა.

დანა უაითი UFC-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორია. ის ასევე კომპანია „მეტას“ დირექტორთა საბჭოს წევრია.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 129 სტატია.

  • ტრამპმა UFC-ის პრეზიდენტ დანა უაითს თეთრი სახლის პრესმდივნობა შესთავაზაBM.GE
  • ნავთობის ფასები მკვეთრად ეცემა - ბარელის ფასის თითქმის 10 დოლარით შემცირება რეკორდული ვარდნაა, ხალხი მიიჩნევს, რომ ირანთან ომი არ იქნება - დონალდ ტრამპირუსთავი 2
  • „მისტერ ვეტო გავხდები“ - ტრამპი დემოკრატების შესაძლო გამარჯვების შემთხვევაში კანონპროექტების დაბლოკვით იმუქრებატვ პირველი
  • ალიევი იმედოვნებს, რომ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭებანეტგაზეთი
ტრამპი →სახლი →

მსგავსი სტატიები

ზელენსკი: ველით ევროკავშირის სანქციების ძლიერ 22-ე პაკეტს

ზელენსკი: ველით ევროკავშირის სანქციების ძლიერ 22-ე პაკეტს

ფორმულა

პოლონეთში ორდღიანი გლოვა გამოცხადდა

პოლონეთში ორდღიანი გლოვა გამოცხადდა

ფორმულა

კობახიძე: ჩინური ბიზნესისთვის ხელსაყრელ პირობებს მომავალშიც შევქმნით

კობახიძე: ჩინური ბიზნესისთვის ხელსაყრელ პირობებს მომავალშიც შევქმნით

ფორმულა

ალექსანდრე თამაზაშვილი: გაუგებარია, რატომ იყენებენ მკაცრ მიდგომებს ირაკლის მიმართ

ალექსანდრე თამაზაშვილი: გაუგებარია, რატომ იყენებენ მკაცრ მიდგომებს ირაკლის მიმართ

ფორმულა