მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. რუბიო: უკრაინამ და რუსეთმა გამოხატეს ინტერესი ცეცხლის გარკვეულწილად შეზღუდვაზე
რუბიო: უკრაინამ და რუსეთმა გამოხატეს ინტერესი ცეცხლის გარკვეულწილად შეზღუდვაზე

რუბიო: უკრაინამ და რუსეთმა გამოხატეს ინტერესი ცეცხლის გარკვეულწილად შეზღუდვაზე

ფორმულა|formulanews.ge

ნიუ იორკში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრა დასრულდა. როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან რუსეთ-უკრაინის ომი და აშშ-რუსეთის ორმხრივი ურთიერთობები განიხილა.

შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო მდივანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აშშ მზად არის, ცეცხლის შეწყვეტის მიღწევაში „კონსტრუქციული როლი“ შეასრულოს.

„ვფიქრობ, ორივე მხარემ გამოთქვა ინტერესი ცეცხლის გარკვეულწილად შეზღუდვაზე, რაც მოიცავს მარცვლეულსა და ენერგეტიკას. ცხადია, ეს მარტივი არ იქნება, თუმცა ორივე მხარე ამით დაინტერესებულია“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს „ომს ვერ დაასრულებს, შესაძლოა, უფრო ფართო შეთანხმებისთვის საფუძველი ან პლატფორმა გახდეს“. რუბიომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ეს ომი ბრძოლის ველზე არ დასრულდება“ და ყველას ესმის, რომ ის მოლაპარაკებების გზით მიღწეული შეთანხმებით დასრულდება.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „დიდი ოცეულის” მომავალ სამიტზე მიწვეულია. რუბიომ იმედი გამოთქვა, რომ პუტინი მიწვევას მიიღებს, რადგან მისი თქმით, სამიტზე დასწრება რუსეთის პრეზიდენტს „დონალდ ტრამპთან შეხვედრის შესაძლებლობას მისცემს“.

რუბიოს თქმითვე, როგორც რუსეთმა, ისე უკრაინამ ენერგეტიკა ომის სტრატეგიულ მიზნად განსაზღვრა. როგორც მან განმარტა, რუსეთისთვის ეს ნიშნავს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ნავთობსა და გაზს, უკრაინისთვის კი - ელექტროენერგიის ქსელსა და ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის დაკარგვის შიშს. „გამოწვევა სწორედ ის არის, რომ ორივე მხარემ ენერგეტიკა ომის სტრატეგიულ მიზნად განსაზღვრა... თუმცა ვფიქრობ, ღირს ძალისხმევის გაღება იმისთვის, რომ ეს მოხდეს, რადგან ეს სასარგებლო იქნება როგორც მსოფლიოსთვის, ისე ორივე ქვეყნისთვის“, – განაცხადა მარკო რუბიომ.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 273 სტატია.

  • წელს, რუსეთში გაკოტრებულად 5 364 კომპანია გამოცხადდაBM.GE
  • ვიღებ მილოცვებს – ხოშტარია რუსეთში „დროას“ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებაზენეტგაზეთი
  • ამერიკის შუამავლობით, უკრაინის და რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებები 10-11 ნოემბერს აბუ-დაბიში გაიმართებარუსთავი 2
  • რუსეთში ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით შეუტიეს - იაროსლავლში ხანძარიატვ პირველი
რუსეთის →უკრაინის →

მსგავსი სტატიები

ზელენსკი: ველით ევროკავშირის სანქციების ძლიერ 22-ე პაკეტს

ზელენსკი: ველით ევროკავშირის სანქციების ძლიერ 22-ე პაკეტს

ფორმულა

პოლონეთში ორდღიანი გლოვა გამოცხადდა

პოლონეთში ორდღიანი გლოვა გამოცხადდა

ფორმულა

ტრამპმა UFC-ის ხელმძღვანელ დანა უაითს თეთრი სახლის პრესმდივნობა შესთავაზა

ტრამპმა UFC-ის ხელმძღვანელ დანა უაითს თეთრი სახლის პრესმდივნობა შესთავაზა

ფორმულა

კობახიძე: ჩინური ბიზნესისთვის ხელსაყრელ პირობებს მომავალშიც შევქმნით

კობახიძე: ჩინური ბიზნესისთვის ხელსაყრელ პირობებს მომავალშიც შევქმნით

ფორმულა