მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. 21-ე სკოლის შენობაზე საბოლოო შეთანხმება ვერ შედგა: ჩატარდება სიღრმისეული ექსპერტიზა
21-ე სკოლის შენობაზე საბოლოო შეთანხმება ვერ შედგა: ჩატარდება სიღრმისეული ექსპერტიზა

21-ე სკოლის შენობაზე საბოლოო შეთანხმება ვერ შედგა: ჩატარდება სიღრმისეული ექსპერტიზა

ფორმულა|formulanews.ge

თბილისის 21-ე საჯარო სკოლის პედაგოგებს, მოსწავლეთა მშობლებსა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრა დასრულდა. პედაგოგებისა და მშობლების მთავარი მოთხოვნაა, ჩატარდეს სიღრმისეული ექსპერტიზა, რომლის საბოლოო პასუხის გარეშე ისინი სკოლის შენობასთან დაკავშირებით მიღებულ არანაირ გადაწყვეტილებას არ დათანხმდებიან.

„ჩვენ მოვითხოვეთ, რომ სკოლის ფუნდამენტური კვლევა ჩატარდეს, ზუსტად დადგინდეს, არის თუ არა სკოლის შენობის დანგრევის საჭიროება, საკმარისი იქნება თუ არა, რომ კაპიტალური რემონტი ჩაუტარდეს და გამაგრდეს გარკვეული ადგილები. ამ ყველაფერს მთელი წლის განმავლობაში დააკვირდებიან და წლის ბოლოს იქნება პასუხები. ამ ეტაპზე ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ბავშვები შევიდნენ შენობაში და დაიწყოს სწავლის პროცესი“, — განაცხადა ერთ-ერთმა პედაგოგმა.

შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა ერთ-ერთმა მშობელმაც: „ჯერ საბოლოო შეთანხმებისთვის არ მიგვიღწევია, საბოლოოდ არაფერი არ არის გადაწყვეტილი. ორივე მხარემ გავაჟღერეთ პოზიციები და შევჯერდით იმაზე, რომ ექსპერტიზის ბიუროს დამატებით რა კითხვებიც გაეგზავნა და რა პასუხებიც მოვიდა, იმ პასუხებზე დაყრდნობით შესაძლებელია, რომ სკოლაში გავაგრძელოთ სწავლა, ამისთვის კი მინიმალური სამუშაოები არის ჩასატარებელი სკოლის ფასადზე. ახლა მიდიან, რომ დაათვალიერონ ეს ფასადი და, შესაბამისად, უმოკლეს დროში შესაძლებელია, რომ სამუშაოების ჩატარების შემდეგ სწავლა გაგრძელდეს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ რაც არის, ჩვენი მოთხოვნა, რომელიც კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ, ეს არის სიღრმისეული ექსპერტიზის ჩატარება, რომლის საფუძველზეც შემდეგ უნდა გადაწყდეს, რა ბედი ელის სკოლას, იქნება ეს რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია თუ დემონტაჟი. ამ ექსპერტიზის გარეშე ჩვენ რაიმე გადაწყვეტილებას ვერ დავთანხმდებით“.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სკოლის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 42 სტატია.

  • GCCA სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრებს აგრძელებსრუსთავი 2
  • "ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი" - ვეკუას სკოლაში სასწავლო პროცესი ძველ შენობაში გაგრძელდებატვ პირველი
  • ვეკუას სკოლის მოსწავლეები სწავლას საკუთარ შენობაში გააგრძელებენ - მშობელიBM.GE
  • სკოლაში მე-4 კლასელზე სავარაუდო სექსუალურ ძალადობაზე საუბრობენ – დაწყებულია გამოძიებანეტგაზეთი
სკოლის →

მსგავსი სტატიები

ღარიბაშვილი: ჩემი სასამართლო პროცესის დახურვა პოლიტიკური დევნისა და ანგარიშსწორების ნაწილია

ღარიბაშვილი: ჩემი სასამართლო პროცესის დახურვა პოლიტიკური დევნისა და ანგარიშსწორების ნაწილია

ფორმულა

საფარი: მასწავლებელი 30 წლის წინ 7 წლის ბავშვზე სექსუალურად ძალადობდა, მას ბრალი წარედგინა

საფარი: მასწავლებელი 30 წლის წინ 7 წლის ბავშვზე სექსუალურად ძალადობდა, მას ბრალი წარედგინა

ფორმულა

უკრაინის დელეგაცია აშშ-სა და რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის აბუ-დაბიში გაემგზავრა

უკრაინის დელეგაცია აშშ-სა და რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის აბუ-დაბიში გაემგზავრა

ფორმულა

ვიქტორ ორბანის ძმა საზღვარზე ადამიანების უკანონოდ გადაყვანისთვის დააკავეს

ვიქტორ ორბანის ძმა საზღვარზე ადამიანების უკანონოდ გადაყვანისთვის დააკავეს

ფორმულა