მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. სკოლაში მე-4 კლასელზე სავარაუდო სექსუალურ ძალადობაზე საუბრობენ - დაწყებულია გამოძიება - Netgazeti
სკოლაში მე-4 კლასელზე სავარაუდო სექსუალურ ძალადობაზე საუბრობენ - დაწყებულია გამოძიება - Netgazeti

სკოლაში მე-4 კლასელზე სავარაუდო სექსუალურ ძალადობაზე საუბრობენ - დაწყებულია გამოძიება - Netgazeti

ნეტგაზეთი3 ნოემბერი, 2026, 14:10|netgazeti.ge

თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მე-4 კლასელი მოსწავლის მიმართ სავარაუდო სექსუალური დანაშაულის შემთხვევაზე საუბრობენ. ინფორმაცია „ტვ პირველმა“ გაავრცელა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით აქვს დაწყებული, რაც გულისხმობს პირის იძულებას, რომ შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.

„ტვ პირველს“ ერთ-ერთი მოსწავლის დედა უყვება, რომ მანამდე სკოლის მოსწავლეებს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. არსებული ინფორმაციით, ინციდენტში მე-7 კლასელები მონაწილეობდნენ.

„ეს იყო აბსოლუტურად ფიზიკურად ძალადობა. ამ ბავშვს, ვისაც დაეხმარნენ საპირფარეშოში, კლასელი დაეხმარა. ზუსტად ეს კლასელი ამოიჩემეს სავარაუდო მოძალადეებმა. მასზე განხორციელდა ზეწოლა, საშინელი სიტყვებით, საბოლოოდ მოხდა ის საზარელი ფაქტი, რაც მოხდა“, – ჰყვება ქალი.

სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გამოძიება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 41 სტატია.

  • დაიწყოს გამოძიება ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ წამების ფაქტზე - ადვოკატიტვ პირველი
  • ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვსფორმულა
  • მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოს, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ წამების ფაქტის განხორციელებაზე გამოძიება დაიწყოს - ადვოკატიBM.GE
  • ე.წ. გადასასვლელ ხიდზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყორუსთავი 2
გამოძიება →

მსგავსი სტატიები

“ბოლო 9 თვეში უკრაინულმა დრონებმა აფხაზეთის საჰაერო სივრცე რამდენჯერმე დაარღვიეს” – მოსკოვი

“ბოლო 9 თვეში უკრაინულმა დრონებმა აფხაზეთის საჰაერო სივრცე რამდენჯერმე დაარღვიეს” – მოსკოვი

ნეტგაზეთი

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქე გააძევა

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქე გააძევა

ნეტგაზეთი