მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. პაპუაშვილი: აშშ-სთან ურთიერთობა მიდის გადატვირთვის გზაზე, ჩვენ კმაყოფილი ვართ დინამიკით
პაპუაშვილი: აშშ-სთან ურთიერთობა მიდის გადატვირთვის გზაზე, ჩვენ კმაყოფილი ვართ დინამიკით

პაპუაშვილი: აშშ-სთან ურთიერთობა მიდის გადატვირთვის გზაზე, ჩვენ კმაყოფილი ვართ დინამიკით

ფორმულა|formulanews.ge

ჩვენ არავის ვესხმით თავს, 14 წელია, მშვიდობა გვაქვს შენარჩუნებული, ჩვენი კრიტიკა ყოველთვის არის პასუხი იმ თავდასხმებზე, რომელიც საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ არის ხოლმე, ჩვენ და ქართველი ხალხი ვიტოვებთ უფლებას, რომ ვიყოთ კრიტიკული ნებისმიერი სახელმწიფოს თუ პოლიტიკის მიმართ, რომელიც ეხება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, – ამის შესახებ "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ვინმეს თუ უნდა საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის გაჩუმება იმისთვის, რომ კომფორტში იყო, ამისთვის ერთადერთი გზა არის, ქართველ ხალხს თავს არ დაესხან.

„ამერიკასთან ურთიერთობას რაც შეეხება, ბოლო თვეების დინამიკა აჩვენებს, რომ ეს ურთიერთობები მიდის გადატვირთვის გზით, ჩვენ კმაყოფილი ვართ იმ დინამიკით, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს. კერძოდ, დაინიშნა ელჩის მოვალეობის ახალი შემსრულებელი, რომელიც ძალიან პოზიტიურად არის განწყობილი ჩვენი ქვეყნის მიმართ, საგარეო უწყებებს შორის არსებობს კომუნიკაცია, მათ შორის „ტრამპთაუერის“ განხორციელება დაიწყო საქართველოში, რაც გულისხმობს ტრამპის პირად, პერსონალურ ნდობას საქართველოს სტაბილური განვითარების მიმართ. ეს ყველაფერი გვაჩვენებს, რომ სწორი დინამიკა არის ამ ურთიერთობებში. ჩვენ განვაცხადეთ, რა არის ჩვენი საზომი, როდის შეგვეძლება თქმა, რომ ეს ურთიერთობა სრულად შეესაბამება ჩვენს წარმოდგენებს. ახალი სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება არის ის საზომი, როცა ვიტყვით, რომ კმაყოფილი ვართ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პაპუაშვილი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 110 სტატია.

  • შალვა პაპუაშვილმა ჩეხეთის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შეხვედრები გამართარუსთავი 2
  • სააკაშვილს პირადი ცხოვრება ავუშენეთ, ციხეში იყო კაცი და შვილი შეეძინა, პენიტენციურს შეიძლება მადლობაც გადაუხადოს - პაპუაშვილიტვ პირველი
  • პირველი რეკომენდაციაა, რომ ტონს დაუწიოს - პაპუაშვილი ჰერჩინსკიზეBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: 4 ოქტომბერს დამარცხდა არა მხოლოდ კონკრეტული ძალადობრივი გეგმა, არამედ საბოლოოდ დამარცხდა წლობით გაღვივებული წარმოდგენა, რომ ხელისუფლების შეცვლა, არჩევნების ნაცვლად, ქუჩის ძალადობით და უცხოური პოლიტიკური მხარდაჭერით შეიძლებაიმედი
პაპუაშვილი →

მსგავსი სტატიები

კუხო-მ სომხეთს ხმის მიცემის უფლება ჩამოართვა, მიზედად საწევრო გადასახადის ვალი სახელდება

კუხო-მ სომხეთს ხმის მიცემის უფლება ჩამოართვა, მიზედად საწევრო გადასახადის ვალი სახელდება

ფორმულა

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: "არა - საოცნებო" ამბიონი

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: "არა - საოცნებო" ამბიონი

ფორმულა

თბილისში, დიდუბეში ცოლ-ქმარი ლიფტში მოკლული იპოვეს

თბილისში, დიდუბეში ცოლ-ქმარი ლიფტში მოკლული იპოვეს

ფორმულა

უსმან მერაბ დვალიშვილი—,,ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან დაგვესხნენ თავს“

უსმან მერაბ დვალიშვილი—,,ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან დაგვესხნენ თავს“

ფორმულა