მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ გელა ხასაია თავისუფალია
ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ გელა ხასაია თავისუფალია

ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ გელა ხასაია თავისუფალია

ფორმულა|formulanews.ge

"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრმა გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ პენიტენციური დაწესებულება დატოვა.

2026 წლის 8 მაისს გელა ხასაიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. საპროცესო შეთანხმების პირობების თანახმად, მას ძირითად სასჯელად განესაზღვრა 4 წელი, საიდანაც ციხეში 1 წელი გაატარა, 3 წელი კი პირობითი მსჯავრის ქვეშ იქნება.

გელა ხასაია 2025 წლის 29 სექტემბერს დააკავეს. პროკურატურა მას და მასთან ერთად დაკავებულ ვასილ ქერდიყოშვილს ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას ედავებოდა დაზარალებულ - რამაზ ჩადუნელზე.

საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს ვასილ ქერდიყოშვილსაც.

ხასაიამ მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ გააგრძელებს იმის კეთებას, რასაც დაპატიმრებამდე აკეთებდა.

"რასაც ვაკეთებდი იმას გავაგრძელებ დღეიდან. არაფრის შეცვლას, არაფრის კორექტირებას არ ვაპირებ. მიუხედავად იმისა, რომ პირობითი მსჯავრი მაქვს და ნებისმიერ რამეზე შეუძლიათ ისევ შემაბრუნონ...

ჩემს თავში იმდენად მნიშვნელოვანი რამ არის, ის, რასაც ვაკეთებ, ამის გამო არ ვაპირებ ან ქვეყნიდან წავიდე ან სახლში დავიმალო ან სხვა საქმე მოვძებნო", - თქვა ხასაიამ.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ მასწავლებელს 9 წელი მიესაჯა

არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ მასწავლებელს 9 წელი მიესაჯა

ფორმულა

აზერბაიჯანი დუბლინის სამიტზე მიღებულ სამ პოლიტიკურ დოკუმენტს არ შეუერთდა

აზერბაიჯანი დუბლინის სამიტზე მიღებულ სამ პოლიტიკურ დოკუმენტს არ შეუერთდა

ფორმულა

ავთანდილ ბილანიშვილი იგივე „კაწრო“ ახალ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს — ადვოკატი

ავთანდილ ბილანიშვილი იგივე „კაწრო“ ახალ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს — ადვოკატი

ფორმულა

ფეიქრიშვილებისა და ყიფიანის საქმე: პატიმრებს ციხეები შეუცვალეს და ახალი ბრალი წაუყენეს

ფეიქრიშვილებისა და ყიფიანის საქმე: პატიმრებს ციხეები შეუცვალეს და ახალი ბრალი წაუყენეს

ფორმულა