მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ფავლენიშვილი: რაც არ უნდა დაბრკოლება შექმნან, აუცილებლად მივალთ რიყის დოქებთან 1-ელ ოქტომბერს
ფავლენიშვილი: რაც არ უნდა დაბრკოლება შექმნან, აუცილებლად მივალთ რიყის დოქებთან 1-ელ ოქტომბერს

ფავლენიშვილი: რაც არ უნდა დაბრკოლება შექმნან, აუცილებლად მივალთ რიყის დოქებთან 1-ელ ოქტომბერს

ფორმულა|formulanews.ge

ირაკლი ფავლენიშვილის ინფორმაციით, რიყის პარკში, 1-ელ ოქტომბერს დაგეგმილი აქციის ჩატარებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროსგან უარი მიიღეს.

ფავლენიშვილი აღნიშნავს, რომ, შსს-ს მოთხოვნა არაკანონიერია, რადგან შეუძლებელია საჯარო სივრცეებში, გადაადგილების უფლება ეზღუდებოდეთ ადამიანებს. მისი თქმით, რაც არ უნდა ტექნიკური დაბრკოლება შიქმნას აუცილებლად მივლენ რიყის დოქებთან, პირველ ოქტომბერს 17:00 საათზე.

"გუშინ შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურმე არ შეიძლება 1-ელ ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დატყვევებიდან ხუთი წლის თავზე, აქცია რომ ჩატარდეს.

თურმე რიყის პარკში აქციის ჩატარება არ შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, თუ ამის ნება არ ექნება შსს-სა და მერიას. ეს მითითება, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად არაკანონიერია. შეუძლებელია, რომ საჯარო სივრცეებში, თუნდაც პარკებსა და სკვერებში, გადაადგილების უფლება ეზღუდებოდეთ ადამიანებს, იმის გამო, რომ ივანიშვილს დღემდე ყველაზე მეტად მიხეილ სააკაშვილი ეშინია...

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას - რაც არ უნდა ტექნიკური დაბრკოლება შეგვიქმნან, აუცილებლად მივალთ რიყის დოქებთან, რომელიც იქცა საქართველოს გაპარტახებისა და გაძარცვის სიმბოლოდ. აუცილებლად მივალთ რიყის დოქებთან, აუცილებლად შევიკრიბებით 1-ელ ოქტომბერს 17:00 საათზე", - თქვა ფავლენიშვილმა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ მასწავლებელს 9 წელი მიესაჯა

არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ მასწავლებელს 9 წელი მიესაჯა

ფორმულა

აზერბაიჯანი დუბლინის სამიტზე მიღებულ სამ პოლიტიკურ დოკუმენტს არ შეუერთდა

აზერბაიჯანი დუბლინის სამიტზე მიღებულ სამ პოლიტიკურ დოკუმენტს არ შეუერთდა

ფორმულა

ავთანდილ ბილანიშვილი იგივე „კაწრო“ ახალ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს — ადვოკატი

ავთანდილ ბილანიშვილი იგივე „კაწრო“ ახალ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს — ადვოკატი

ფორმულა

ფეიქრიშვილებისა და ყიფიანის საქმე: პატიმრებს ციხეები შეუცვალეს და ახალი ბრალი წაუყენეს

ფეიქრიშვილებისა და ყიფიანის საქმე: პატიმრებს ციხეები შეუცვალეს და ახალი ბრალი წაუყენეს

ფორმულა