მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. საია: ჩორჩანას საგუშაგოს გახსნა არ შეიძლება ოკუპაციის პროვოკაციად შეფასდეს
საია: ჩორჩანას საგუშაგოს გახსნა არ შეიძლება ოკუპაციის პროვოკაციად შეფასდეს

საია: ჩორჩანას საგუშაგოს გახსნა არ შეიძლება ოკუპაციის პროვოკაციად შეფასდეს

ფორმულა|formulanews.ge

საია გიორგი გახარიას მიმართ წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვის ეპიზოდზე შეფასებით დოკუმენტს აქვეყნებს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შრფასებით, გიორგი გახარიას მიმართ ჩორჩანას ეპიზოდზე დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა ვერ შეფასდება მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების გადამეტების ვიწრო ჭრილში. საქმე უკავშირდება საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მოსახლეობის უსაფრთხოებასა და მცოცავი ოკუპაციის პირობებში სახელმწიფოს მიერ საკუთარი კონსტიტუციური ვალდებულებების შესრულებას. ამდენად, საქმის შეფასებისას აუცილებელია ბრალდების ფორმალური აღწერის მიღმა არსებული სრული ფაქტობრივი, ინსტიტუციური და პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინება. საიას განცხადებით, ბრალდების უმთავრესი თეზა, რომ გახარიამ გადაწყვეტილება მიიღო სუს-თან, EUMM-თან, პრემიერ-მინისტრთან და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან შეუთანხმებლად, საქმეში წარმოდგენილ სხვა მონაცემებთან წინააღმდეგობაშია.

საიას შეფასებით, "ქართული ოცნება" დევნის ოპოზიციურ პარტიებს და ორგანიზაცია განაგრძობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეების მონიტორინგს, რომლებიც შეიცავს პოლიტიკური მდგენელის არსებობის რისკს და საზოგადოებას დროდადრო წარუდგენს შესაბამის შეფასებებს.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ზელენსკი: ამერიკელმა და ნორვეგიელმა პარტნიორებმა მოგვაწოდეს NASAMS-ის რაკეტები

ზელენსკი: ამერიკელმა და ნორვეგიელმა პარტნიორებმა მოგვაწოდეს NASAMS-ის რაკეტები

ფორმულა

ნორვეგიამ უკრაინელ დეპორტირებულ ბავშვებსა და სამხედრო ტყვეებს 2.3 მილიონი ევრო გამოუყო

ნორვეგიამ უკრაინელ დეპორტირებულ ბავშვებსა და სამხედრო ტყვეებს 2.3 მილიონი ევრო გამოუყო

ფორმულა

პუტინმა არმია გაზარდა, ხოლო ფრონტზე უკრაინულმა ძალებმა მიწები გაათავისუფლეს

პუტინმა არმია გაზარდა, ხოლო ფრონტზე უკრაინულმა ძალებმა მიწები გაათავისუფლეს

ფორმულა

ტაილანდში წყალდიდობამ 20-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

ტაილანდში წყალდიდობამ 20-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

ფორმულა