მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. პუტინმა არმია გაზარდა, ხოლო ფრონტზე უკრაინულმა ძალებმა მიწები გაათავისუფლეს
პუტინმა არმია გაზარდა, ხოლო ფრონტზე უკრაინულმა ძალებმა მიწები გაათავისუფლეს

პუტინმა არმია გაზარდა, ხოლო ფრონტზე უკრაინულმა ძალებმა მიწები გაათავისუფლეს

ფორმულა|formulanews.ge

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ქვეყნის შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის 15 500 სამხედრო მოსამსახურით გაზრდის შესახებ, რაც მიმდინარე წელს მსგავსი შინაარსის უკვე მეოთხე ბრძანებაა.

ახალი დოკუმენტის თანახმად, რუსეთის შეიარაღებული ძალების საშტატო რიცხოვნობა 2 441 630 ერთეულამდე განისაზღვრა, საიდანაც 1 550 500 სამხედრო მოსამსახურეა. აღსანიშნავია, რომ პუტინმა არმიის გაზრდის შესახებ დოკუმენტებს მიმდინარე წელს აქამდე ხელი მარტში, ივნისსა და ივლისშიც მოაწერა, რის შედეგადაც მარტის შემდეგ დამატებული სამხედროების საერთო ოდენობამ 47 860 ჯარისკაცი შეადგინა.

მიმდინარე წელს ბრძოლის ველზე რუსული ჯარების წინსვლის ტემპი შესამჩნევად შენელდა, ვინაიდან დრონების ფართომასშტაბიანმა გამოყენებამ მსხვილი შენაერთების გადაადგილება თითქმის შეუძლებელი გახადა, ბოლო კვირებში კი ფრონტის ცალკეულ მონაკვეთებზე უკრაინული ძალების მიერ თავდაცვის ხაზის გარღვევის შესახებ ცნობებიც ვრცელდება.

უკრაინის მესამე არმიის კორპუსის მეთაურის, ანდრიი ბილეცკის განცხადებით, ოპერაცია „ვივალდის“ მესამე ეტაპზე უკრაინულმა ძალებმა დონეცკის ოლქში ნოვე, რიდკოდუბი და კატერინივკა გაათავისუფლეს, ხოლო კარპივკასა და ნოვომიხაილივკაზე კონტროლი აღადგინეს.

რუსეთის თავდაცვითი პოზიციების გასარღვევად უკრაინულმა მხარემ უპილოტო კამიკაძე სისტემებად გადაკეთებული საბჭოთა BTR-60-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორები გამოიყენა, რომელთა მეშვეობითაც მოწინააღმდეგის გამაგრებული პოზიციები ააფეთქეს. ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში უკრაინულმა ძალებმა ჯამში კონტროლი 176 კვადრატულ კილომეტრზე აღადგინეს.

მიუხედავად იმისა, რომ პუტინმა 2022 წლის სექტემბერში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის შემდეგ ახალი ოფიციალური მობილიზაცია უარყო და კრემლი ამტკიცებდა, რომ არმიის საჭიროებები საკონტრაქტო მოსამსახურეებით კმაყოფილდებოდა, უკრაინის დაზვერვისა და დამოუკიდებელი ანალიტიკოსების შეფასებით, მოსკოვი რეკრუტირების მასშტაბებს მუდმივად აფართოებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ რუსეთი დამატებითი მობილიზაციისთვის სხვადასხვა მეთოდს იყენებს და უცხოელთა რიცხვის გაზრდასაც გეგმავს. ზელენსკის თქმით, არსებული ახალი მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეა რუსეთში დამატებით 10 000 ჯარისკაცის გაგზავნისთვის ემზადება, მაშინ როდესაც რუსეთში უკვე განლაგებულია ჩრდილოეთ კორეიდან წარსულში გაგზავნილი 8 000 სამხედრო.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ზელენსკი: ამერიკელმა და ნორვეგიელმა პარტნიორებმა მოგვაწოდეს NASAMS-ის რაკეტები

ზელენსკი: ამერიკელმა და ნორვეგიელმა პარტნიორებმა მოგვაწოდეს NASAMS-ის რაკეტები

ფორმულა

ნორვეგიამ უკრაინელ დეპორტირებულ ბავშვებსა და სამხედრო ტყვეებს 2.3 მილიონი ევრო გამოუყო

ნორვეგიამ უკრაინელ დეპორტირებულ ბავშვებსა და სამხედრო ტყვეებს 2.3 მილიონი ევრო გამოუყო

ფორმულა

საია: ჩორჩანას საგუშაგოს გახსნა არ შეიძლება ოკუპაციის პროვოკაციად შეფასდეს

საია: ჩორჩანას საგუშაგოს გახსნა არ შეიძლება ოკუპაციის პროვოკაციად შეფასდეს

ფორმულა

ტაილანდში წყალდიდობამ 20-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

ტაილანდში წყალდიდობამ 20-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

ფორმულა