მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. რუტე: ჩვენ [რუსეთზე] უფრო ძლიერები ვართ, მათ ეს იციან
რუტე: ჩვენ [რუსეთზე] უფრო ძლიერები ვართ, მათ ეს იციან

რუტე: ჩვენ [რუსეთზე] უფრო ძლიერები ვართ, მათ ეს იციან

ფორმულა|formulanews.ge

NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ მოკავშირეებს მოუწოდა, შეინარჩუნონ სიმშვიდე და განაგრძონ უკრაინის მხარდაჭერა.

მისი თქმით, რუსეთის მცდელობები, ძირი გამოუთხაროს ალიანსის მიერ კიევის მხარდაჭერას, ვერ ხერხდება, მიუხედავად NATO-ს წინააღმდეგ განხორციელებული დივერსიებისა და დრონებთან დაკავშირებული ინციდენტების მზარდი რაოდენობისა.

მარკ რუტემ ლიეტუვის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ NATO-ს ჰიბრიდულ თავდასხმებზე რეაგირებისთვის თავისი ვარიანტები აქვს.

"NATO-ს რეაგირების ყველა ვარიანტი აქვს, ზოგჯერ ხილული, ზოგჯერ კი არა. ჩვენ [რუსეთზე] უფრო ძლიერები ვართ და მათ ეს იციან.

რუსეთი ცდილობს ჩვენი სიმტკიცე შეასუსტოს და ჩვენი მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა დაასრულოს, თუმცა რუსეთი წარმატებას ვერ აღწევს. ის წარმატებას ვერ აღწევს უკრაინაში ბრძოლის ველზე და ასევე, ჩვენი ერთიანობისთვის ძირის გამოთხრას ვერ ახერხებს", - თქვა რუტემ.

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, როდესაც არსებული მტკიცებულებები ამის საშუალებას იძლევა, ასეთი ინციდენტების რუსეთისთვის საჯაროდ მიწერა, როგორც ეს დღეს ესტონეთმა გააკეთა.

ცნობისთვის, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას განცხადებით, თავდაცვის კომპანია Milrem Robotics-ის ობიექტზე ხანძრის გაჩენა რუსეთის სპეცსამსახურების დაკვეთით განხორციელებული დივერსიული აქტი იყო.

ცაჰკნა აღნიშნავს, რომ ესტონეთის შიდა უსაფრთხოების სამსახურის მიერ შეგროვებული ინფორმაციის თანახმად, 14-15 აგვისტოს ღამით ობიექტზე ხანძარი განზრახ გააჩინეს.

ცაჰკნას თქმით, ესტონეთის საგარეო უწყებაში რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 281 სტატია.

  • "გავიხსენოთ რუსეთის მაგალითი, რომელმაც საკუთარი აქტივები ოქროში გადაიტანა"|ეკონომისტი ზაზა ბროლაძეBM.GE
  • რუსეთის 27 რეგიონში აივ ინფექციის ეპიდემიაა - ვირუსი რისკჯგუფებს გასცდატვ პირველი
  • აბუ-დაბიში უკრაინის, აშშ-ის და რუსეთის დელეგაციებს შორის ორდღიანი სამმხრივი მოლაპარაკებები იწყებარუსთავი 2
  • ვიღებ მილოცვებს – ხოშტარია რუსეთში „დროას“ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებაზენეტგაზეთი
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ მასწავლებელს 9 წელი მიესაჯა

არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ მასწავლებელს 9 წელი მიესაჯა

ფორმულა

აზერბაიჯანი დუბლინის სამიტზე მიღებულ სამ პოლიტიკურ დოკუმენტს არ შეუერთდა

აზერბაიჯანი დუბლინის სამიტზე მიღებულ სამ პოლიტიკურ დოკუმენტს არ შეუერთდა

ფორმულა

ავთანდილ ბილანიშვილი იგივე „კაწრო“ ახალ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს — ადვოკატი

ავთანდილ ბილანიშვილი იგივე „კაწრო“ ახალ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს — ადვოკატი

ფორმულა

ფეიქრიშვილებისა და ყიფიანის საქმე: პატიმრებს ციხეები შეუცვალეს და ახალი ბრალი წაუყენეს

ფეიქრიშვილებისა და ყიფიანის საქმე: პატიმრებს ციხეები შეუცვალეს და ახალი ბრალი წაუყენეს

ფორმულა