მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. პუტინმა დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღე” მიულოცა
პუტინმა დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღე” მიულოცა

პუტინმა დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღე” მიულოცა

ფორმულა|formulanews.ge

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ბადრა გუნბას ე.წ. „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღე“ მიულოცა.

მისალოც ტელეგრამაში პუტინმა განაცხადა, რომ ეს დღე აფხაზი ხალხის „სიმტკიცის, გამბედაობისა და ერთიანობის სიმბოლოა“.

„ეს ღირსშესანიშნავი დღესასწაული აფხაზი ხალხის სიმტკიცის, გამბედაობისა და ერთიანობის სიმბოლოა, რომელმაც დაიცვა თავისუფალი და მშვიდობიანი ცხოვრების კანონიერი უფლება“, - ნათქვამია პუტინის მილოცვაში.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობები „მეგობრულ და მოკავშირეობრივ ხასიათს ატარებს“ და გამოთქვა იმედი, რომ ისინი მომავალშიც გაძლიერდება.

პუტინის განცხადებით, რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მხარდაჭერას „სახელმწიფო მშენებლობისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აქტუალური ამოცანების“ გადაწყვეტაში.

მისალოც წერილში რუსეთის პრეზიდენტმა ბადრა გუნბას ჯანმრთელობა და წარმატებები, აფხაზეთის მოსახლეობას კი ბედნიერება და კეთილდღეობა უსურვა.

ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის მილოცვის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის სააგენტო „Апсныпресс“-მა გაავრცელა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აფხაზეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 48 სტატია.

  • რუხსა და ჩხოროწყუში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაუტარდათიმედი
  • "ამ ომში ჩაბმა, ეს იყო საბედისწერო შეცდომა მაშინდელი ხელისუფლების. ხელისუფლებას ემოციური მდგომარეობისთვის უნდა გაეძლო" - ირაკლი ბათიაშვილი აფხაზეთის შესახებრუსთავი 2
  • „აფხაზეთი საქართველოა, რუსეთი მტერია“ - სოხუმის დაცემის დღეს თბილისში მსვლელობა გაიმართაBM.GE
  • „აფხაზეთიდან რუსთაველამდე“ - თბილისში დისკუსია იმართებატვ პირველი
აფხაზეთის →დროებით →პრეზიდენტი →

მსგავსი სტატიები

აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრები „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ აქციას მართავენ

აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრები „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ აქციას მართავენ

ფორმულა

რუსეთ-უკრაინის ომის გამო პოლონეთმა ავიაცია და საჰაერო თავდაცვის სისტემები აამოქმედა

რუსეთ-უკრაინის ომის გამო პოლონეთმა ავიაცია და საჰაერო თავდაცვის სისტემები აამოქმედა

ფორმულა

კიევზე რუსეთის თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა, 4 დაშავდა

კიევზე რუსეთის თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა, 4 დაშავდა

ფორმულა

ღარიბაშვილი: ჩემი მთავრობის მუშაობის შემდეგ ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა?

ღარიბაშვილი: ჩემი მთავრობის მუშაობის შემდეგ ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა?

ფორმულა