მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. კალასი: EU-ის საგარეო მინისტრები რუსეთისთვის სანქციების ახალი პაკეტის დამტკიცებას აპირებენ
კალასი: EU-ის საგარეო მინისტრები რუსეთისთვის სანქციების ახალი პაკეტის დამტკიცებას აპირებენ

კალასი: EU-ის საგარეო მინისტრები რუსეთისთვის სანქციების ახალი პაკეტის დამტკიცებას აპირებენ

ფორმულა|formulanews.ge

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი წერს, რომ ევროკავშირის საზღვაო ძალებმა [EUNAVFOR MED IRINI] 13 ნოემბერს ხმელთაშუა ზღვაში რუსეთის ე.წ. "ჩრდილოვანი ფლოტის" კუთვნილი საეჭვო ტანკერი დააკავეს და შეამოწმეს.

კალასის თქმით, გემზე ასვლა გაეროს საზღვაო სამართლის კონვენციის 110-ე მუხლის საფუძველზე განხორციელდა. შემოწმებამ დაადასტურა, რომ ტანკერი MV MIDAG ყალბი დროშით დაცურავდა.

კალასი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი გააგრძელებს რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" წინააღმდეგ მოქმედებას როგორც ზღვაში, ისე დიპლომატიური გზებით. მისი თქმით, ასევე ვროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დამტკიცებას აპირებენ.

"ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დამტკიცებას აპირებენ. სანქციების სიაში მოხვდებიან ბანკები, ნავთობის შემსყიდველები და კომპანიები, რომლებიც რუსეთის "ჩრდილოვან ფლოტს" მხარს უჭერენ - წერს კალასი.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 280 სტატია.

  • დიდი ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც რუსეთის ათივე უმსხვილეს ნავთობმწარმოებელს სანქციები დაუწესაBM.GE
  • რუსეთის 27 რეგიონში აივ ინფექციის ეპიდემიაა - ვირუსი რისკჯგუფებს გასცდატვ პირველი
  • აბუ-დაბიში უკრაინის, აშშ-ის და რუსეთის დელეგაციებს შორის ორდღიანი სამმხრივი მოლაპარაკებები იწყებარუსთავი 2
  • ვიღებ მილოცვებს – ხოშტარია რუსეთში „დროას“ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებაზენეტგაზეთი
რუსეთის →საგარეო →

მსგავსი სტატიები

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: "ვისთვის შენდება ამდენი კორპუსი?"

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: "ვისთვის შენდება ამდენი კორპუსი?"

ფორმულა

პარტიის "სოციალური დემოკრატიისთვის" სადამფუძნებლო ყრილობა გაიმართა

პარტიის "სოციალური დემოკრატიისთვის" სადამფუძნებლო ყრილობა გაიმართა

ფორმულა

მეუფე გიორგი ჯამდელიანი "ოცნებას" - ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი

მეუფე გიორგი ჯამდელიანი "ოცნებას" - ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი

ფორმულა

მეუფე იობი: ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა

მეუფე იობი: ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა

ფორმულა