
მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლები საქართველოს პატრიარქს შეხვდნენ და აღსაყდრება მიულოცეს
საპატრიარქო რეზიდენციაში მოსკოვის საპატრიარქოს მაღალი რანგის დელეგაცია იმყოფებოდა, რომლის შემადგენლობაშიც საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამის მიტროპოლიტი ანტონი სევრიუკი, პატრიარქის მრჩეველი დეკანოზი ნიკოლოზ ბალაშოვი, განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი და მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელი საქართველოში ვლადიმერ ალექსანდროვი შედიოდნენ.
ვიზიტის ოფიციალურ მიზნად სრულიად საქართველოს კათოლიკ-პატრიარქის აღსაყდრების დღის მილოცვა დასახელდა, თუმცა შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებული მძიმე ვითარებაც განიხილეს.
როგორც გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მტკივნეულ რეგიონებში შექმნილ ვითარებასა და იმ პოტენციურ გზებს, რომლებიც საქართველოს მართლმადიდებელ მრევლს ადგილობრივ თემებთან ურთიერთობის აღდგენისა და კავშირების დამყარების შესაძლებლობას მისცემს.
აღნიშნული ვიზიტი და შეხვედრა საზოგადოებაში არაერთგვაროვან შეფასებებს იწვევს, რადგან რუსეთის საპატრიარქოს მაღალჩინოსნების ვიზიტები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისა და არსებული პოლიტიკური ფონის ფონზე მუდმივად მკაცრი საზოგადოებრივი განხილვის საგანია.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge