მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. კომუნიკაციების კომისიამ ფორმულა ამჯერად 10 000 ლარით დააჯარიმა
კომუნიკაციების კომისიამ ფორმულა ამჯერად 10 000 ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ ფორმულა ამჯერად 10 000 ლარით დააჯარიმა

ფორმულა|formulanews.ge

კომუნიკაციების კომისია აცხადებს, რომ ტელეკომპანია ფორმულას "მაუწყებლობის შესახებ" კანონის დარღვევისთვის 10 000 ლარით აჯარიმებს.

კომისიის განცხადებით, 14-16 სექტემბრის პერიოდში ფორმულას 17-საათიან ახალი ამბების პროგრამებში წამყვანებისა და კორესპონდენტების მხრიდან პირადი მოსაზრებების გავრცელებისა და მიუკერძოებლობის კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ფაქტები გამოიკვეთა.

"კომისიის მიერ გამოვლენილი დარღვევები მოიცავდა ახალი ამბების პროგრამებში კორესპონდენტებისა და წამყვანების მიერ გაკეთებულ შეფასებებს, რომლებიც მიმდინარე პოლიტიკური და საზოგადოებრივი საკითხების მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების საფუძველზე გაშუქებას წარმოადგენდა, რასაც კანონმდებლობა ზღუდავს. კერძოდ: "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით აკრძალულია ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე გაშუქება. იკრძალება მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. შესაბამისად, შეზღუდულია არა მხოლოდ მაუწყებლის პოზიციის გამოხატვა, არამედ - მაუწყებლის პოზიციის შესაბამისად, პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების და საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება." - ნათქვამია განცხადებაში.

კომუნიკაციების კომისიის თანახმად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში "ფორმულამ" "მსგავსი ხასიათის დარღვევისთვის" უკვე სამჯერ მიიღო სანქცია: წერილობითი გაფრთხილება, 2 500 და 5 000-ლარიანი ჯარიმები. ამ ჯერზე "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, მაუწყებელს უნდა დაეკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 3%-ისა, ან არანაკლებ 10 000 ლარის ოდენობისა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შსს ვახო სანაიას ამჯერად 2 Facebook პოსტის და 1 ვიდეოს გამო ედავება

შსს ვახო სანაიას ამჯერად 2 Facebook პოსტის და 1 ვიდეოს გამო ედავება

ფორმულა

ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე 500 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს

ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე 500 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს

ფორმულა

ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა - სიაში ოთხი ქართველი მოხვდა

ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა - სიაში ოთხი ქართველი მოხვდა

ფორმულა

საგამოძიებო: გამოავლინეს ვალუტის გადამცვლელი 15 უკანონო პუნქტი, დაკავებულია 9 პირი

საგამოძიებო: გამოავლინეს ვალუტის გადამცვლელი 15 უკანონო პუნქტი, დაკავებულია 9 პირი

ფორმულა