მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. რუსეთის ცნობით, საქართველოდან ექსტრადირებული პატიმარი გაქცევის მცდელობისას მოკლეს
რუსეთის ცნობით, საქართველოდან ექსტრადირებული პატიმარი გაქცევის მცდელობისას მოკლეს

რუსეთის ცნობით, საქართველოდან ექსტრადირებული პატიმარი გაქცევის მცდელობისას მოკლეს

ფორმულა|formulanews.ge

რუსული მედია იუწყება, რომ რუსეთში მატარებელში სამართალდამცავებზე თავდასხმის დროს მოკლული პატიმარი მანამდე საქართველოდან იყო ექსტრადირებული.

მედიები წერენ, რომ 43 წლის დმიტრი პუშკარევი ყაბარდო-ბალყარეთის ტერიტორიაზე მოძრავ ვლადიკავკავი–ადლერის მატარებელში მოკლეს მას შემდეგ, რაც მან სასჯელაღსრულების სამსახურის ერთი თანამშრომელი მოკლა - სამი კი დაჭრა.

რუსული სამთავრობო გამოცემა TASS-ის თანახმად, დმიტრი პუშკარევი რამდენიმე დღით ადრე საქართველოდან იყო ექსტრადირებული.

"ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის თანამშრომელზე თავდასხმის დროს მოკლული დმიტრი პუშკარევი მანამდე საქართველოდან იყო ექსტრადირებული, რათა ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული მუხლებითა და რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (კრიმინალური გაერთიანების შექმნა) გათვალისწინებული დანაშაულებისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცათ", - ნათქვამია TASS-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს პროკურატურას რუსეთისთვის პატიმრების გადაცემის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

რუსეთის გენპროკურატურამ 24 სექტემბერს ოფიციალურად გამოაცხადა, რომ საქართველომ ის რუსეთს გადასცა. მასთან ერთად - კორნეი ფედუნოვიც და ორივეს რუსეთში დანაშაულებრივი გაერთიანების შექმნას/მონაწილეობას და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებულ რამდენიმე დანაშაულს ედავებოდნენ.

რუსეთის გენპროკურატურის ინფორმაციით, პუშკარევი და ფედუნოვი გამოძიებისგან გაიქცნენ და ისინი საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდნენ. რუსეთის გენპროკურატურამ 24 სექტემბერს გამოაქვეყნა ვიდეოც, რომელშიც ნაჩვენებია ორი დაკავებულის რუსეთისთვის გადაცემის პროცესი ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 253 სტატია.

  • ალექსეი გონჩარენკო: „რუსეთი უნდა დაიშალოს", „პუტინი მოკვდება", „ვეღარ შეძლებს არმიისთვის ხალხის მობილიზებას" - ამ ვარიანტებს ის ადამიანები ახმოვანებენ, რომლებიც ომის დროს გამდიდრდნენ. მათ ომი უყვართ. არ უნდა მოუსმინოთიმედი
  • რუსეთის 2027 წლის ბიუჯეტის დეფიციტი 2%-ის ფარგლებში განისაზღვრაBM.GE
  • რუსეთის იაროსლავლის ოლქში პიროტექნიკის საწარმოში გაჩენილ ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლატვ პირველი
  • საჭიროა სტრატეგიული ქმედება და დიდი სამუშაოს წარმართვა, რომ დაიწყოს მოლაპარაკება დეოკუპაციაზე მოსკოვთან, ოღონდ ეს უნდა დაიწყოს ორი გრანდ მედიატორის თანადგომით, ვისაც აქვს უნარი ზემოქმედება მოახდინოს რუსეთზე, ესენია ჩინეთი და აშშ - ირაკლი ბათიაშვილი​რუსთავი 2
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

ინტენსიური თოვის გამო თუშეთის გზის მონაკვეთებზე მოძრაობა იზღუდება

ინტენსიური თოვის გამო თუშეთის გზის მონაკვეთებზე მოძრაობა იზღუდება

ფორმულა

ALDE საქართველოში გერმანული ფონდების მუშაობის შეწყვეტის შემდეგ EU-ს მოქმედებისკენ მოუწოდებს

ALDE საქართველოში გერმანული ფონდების მუშაობის შეწყვეტის შემდეგ EU-ს მოქმედებისკენ მოუწოდებს

ფორმულა

აშშ-უკრაინის ფონდმა იშვიათი მინერალების სექტორში პირველი შეთანხმება დადო

აშშ-უკრაინის ფონდმა იშვიათი მინერალების სექტორში პირველი შეთანხმება დადო

ფორმულა

ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისა და წევრობისთვის 94 პირს ბრალდება წარედგინა

ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისა და წევრობისთვის 94 პირს ბრალდება წარედგინა

ფორმულა