
ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა
ფორმულა|formulanews.ge
ხაშურის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა ტრაგიკულად დასრულდა. ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევა სოფელ ალთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ჯიპისა და მცირე ზომის სატვირთო ავტომობილები შეეჯახა. შეჯახების შედეგად დაიღუპა 40 წლამდე ასაკის მამაკაცი.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.
გაზიარება:
ფორმულა
წყარო: formulanews.ge