მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. პენიტენციური: მსჯავრდებული ი. გ. თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა
პენიტენციური: მსჯავრდებული ი. გ. თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა

პენიტენციური: მსჯავრდებული ი. გ. თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა

ფორმულა|formulanews.ge

რუსთავის ციხეში პატიმრის გარდაცვალების შესახებ განცხადებას ავრცელებს პენიტენციური სამსახური.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2026 წლის 2 ოქტომბერს №17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებული ი. გ. თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა.

პენიტენციური სამსახურის განცხადებით, აქტიურად თანამშრომლობენ საგამოძიებო ორგანოსთან და გამოძიებისთვის უკვე მიწოდებულია საქმესთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი მასალა

"პენიტენციური სამსახური მწუხარებას გამოთქვამს №17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ 2026 წლის 2 ოქტომბერს №17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებული ი. გ. თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახურის მიერ მყისიერად ეცნობა ქვემო ქართლის პროკურატურას და დაიწყო გამოძიება. აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებული 2023 წლიდან (სასჯელის დასრულების თარიღი – 2028 წელი) იმყოფებოდა მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც სასჯელს იხდიდა 20-კაციან საკანში. გარდაცვალების დღესაც, ვინაიდან შემთხვევა მოხდა დილის საათებში, მისი თანამესაკნეები იმყოფებოდნენ საკანში", - ნათქვამია განცხადებაში.

გარდაცვლილი პატიმრის მამიდას განცხადებით, ცხედარს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება.

ოჯახი სუიციდს, კატეგორიულად გამორიცხავს.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსთავის ციხეში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს - ოჯახი სუიციდს გამორიცხავს

რუსთავის ციხეში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს - ოჯახი სუიციდს გამორიცხავს

ფორმულა

გერმანიამ უკრაინას 1.3 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების დახმარების პაკეტი გამოუყო

გერმანიამ უკრაინას 1.3 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების დახმარების პაკეტი გამოუყო

ფორმულა

მერცი: ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი

მერცი: ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი

ფორმულა

კახა კალაძე ALDE-ს წერილზე: ჩალის ფასი აქვს, ხომ იცით?

კახა კალაძე ALDE-ს წერილზე: ჩალის ფასი აქვს, ხომ იცით?

ფორმულა