მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. საია ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს
საია ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს

საია ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს

ფორმულა|formulanews.ge

საიამ გამოაქვეყნა ანგარიში "საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების სისტემური ანალიზი ზოგად ღონისძიებებთან მიმართებით". დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია იმ ღონისძიებებზე, რომლებიც აუცილებელია ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევების გამომწვევი სისტემური, საკანონმდებლო, ინსტიტუციური და პრაქტიკული მიზეზების აღმოსაფხვრელად და მსგავსი დარღვევების განმეორების თავიდან ასაცილებლად.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2024 წლიდან ზოგიერთ სფეროში იკვეთება არა მხოლოდ აღსრულების პროგრესის შეჩერება, არამედ აშკარა უკუსვლა.

აღნიშნულია, რომ საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების, განსაკუთრებით კი, ზოგადი ღონისძიებების აღსრულების პროცესი კვლავ მნიშვნელოვანი სისტემური გამოწვევებით ხასიათდება და ეს განსაკუთრებით გამოჩნდა მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების მიმართ ძალის დემონსტრირების, არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა და სისხლის სამართლის მექანიზმების გამოყენების, დისკრიმინაციისა და გენდერული იდენტობის საკითხების, ასევე სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის მიმართულებით.

"ხშირია აცდენა მინისტრთა კომიტეტის მიერ მითითებულ საჭირო ღონისძიებებსა და სახელმწიფოს რეაგირებას შორის. ზოგ შემთხვევაში სახელმწიფო მინისტრთა კომიტეტს მიუთითებს საკანონმდებლო ჩარჩოზე, გადამზადების პროგრამებზე, სტატისტიკურ მონაცემებსა ან ცალკეულ სასამართლო გადაწყვეტილებებზე, თუმცა წარმოდგენილი ინფორმაცია ვერ ადასტურებს, რომ შესაბამისი ღონისძიებები პრაქტიკაში ეფექტიანად უმკლავდება ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სისტემურ ხარვეზებს.

პრობლემად რჩება ფორმალურ რეფორმებსა და პრაქტიკაში მათ ეფექტიან განხორციელებას შორის არსებული მნიშვნელოვანი სხვაობა. კანონმდებლობისა ან ინსტიტუციური მოწყობის ცვლილებები ხშირად ვერ უზრუნველყოფს უფლებების რეალურ დაცვას, ეფექტიან გამოძიებას, სასამართლო კონტროლს, დაზარალებულთა მონაწილეობასა ან სამართალდარღვევებზე პასუხისმგებლობის დაკისრებას.

აღსრულების პროცესში განსაკუთრებით მწვავედ იკვეთება დამოუკიდებელი და ეფექტიანი ინსტიტუციური მექანიზმების არასათანადო ქმედითობა ან შესუსტება.

აღსრულების პროცესისთვის უარყოფითი მდგენელია სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, უფლებადამცველებისა და კრიტიკული აზრის მქონე პირების მიმართ მზარდი შემზღუდველი გარემო. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი, უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონი, გრანტების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები და სხვა შემზღუდველი საკანონმდებლო ინიციატივები ეწინააღმდეგება კონვენციის ღირებულებებს და ასუსტებს იმ აქტორების შესაძლებლობებს, რომლებსაც აღსრულების პროცესში მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრიათ.

მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებების, სახელმწიფო ორგანოების მიერ წარმოდგენილი სამოქმედო დოკუმენტების, ეროვნული და საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებებისა და სამოქალაქო საზოგადოების მასალების შეჯერებული ანალიზის საფუძველზე, ანგარიშში იდენტიფიცირებულია ძირითადი მიგნებები და შემუშავებულია რეკომენდაციები თითოეულ უფლებრივ საკითხთან დაკავშირებით, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების გასაუმჯობესებლად", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სასამართლოს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 86 სტატია.

  • შალვა პაპუაშვილი: შეუმდაგრი დამხობიდან ერთი წლის თავზე დამდგარია სასამართლო განაჩენები, სასჯელს იხდიან შტურმის ორგანიზატორები და მონაწილეები. მოძალადეების დიდმა ნაწილმა დანაშაული აღიარაიმედი
  • Google-მა ევროკავშირის მარეგულირებლის მოთხოვნები სასამართლოში გაასაჩივრაBM.GE
  • "არავის მივცემ უფლებას, რომ შვილებმა მოკლან უდანაშაულო ადამიანი და მამებმა ეს ნორმად აქციონ" - თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი მალანიას პროცესი მიმდინარეობსრუსთავი 2
  • თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი ჩიხლაძეს პროცესი მიმდინარეობსტვ პირველი
სასამართლოს →

მსგავსი სტატიები

რუსეთმა ხარკოვი დაბომბა - არის მსხვერპლი

რუსეთმა ხარკოვი დაბომბა - არის მსხვერპლი

ფორმულა

ისანი-სამგორის 12 000 აბონენტს გაზმომარაგება 24 საათით შეუწყდება

ისანი-სამგორის 12 000 აბონენტს გაზმომარაგება 24 საათით შეუწყდება

ფორმულა

სახალხო დამცველი: დავითაძე თავს კარგად გრძნობს, პროტესტის ნიშნად უარს ამბობს კლინიკაზე

სახალხო დამცველი: დავითაძე თავს კარგად გრძნობს, პროტესტის ნიშნად უარს ამბობს კლინიკაზე

ფორმულა

სარფის საბაჟოზე 8 კილოგრამამდე ოქროს ნაკეთობის მალულად შემოტანისთვის 1 პირი დააკავეს

სარფის საბაჟოზე 8 კილოგრამამდე ოქროს ნაკეთობის მალულად შემოტანისთვის 1 პირი დააკავეს

ფორმულა