მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. flydubai-ს თვითმფრინავის მეორე პილოტი ბენ-გურიონის აეროპორტში შეჯახებას გეგმავდა
flydubai-ს თვითმფრინავის მეორე პილოტი ბენ-გურიონის აეროპორტში შეჯახებას გეგმავდა

flydubai-ს თვითმფრინავის მეორე პილოტი ბენ-გურიონის აეროპორტში შეჯახებას გეგმავდა

ფორმულა|formulanews.ge

ისრაელური მედიის ინფორმაციით, flydubai-ს მეორე პილოტი თვითმფრინავის ბენ-გურიონის აეროპორტში შეჯახებას გეგმავდა.

მედიის ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ უცხოეთიდან შემომავალი ავიაციის უსაფრთხოების ზომების გადახედვა ბრძანა, მას შემდეგ, რაც წლების განმავლობაში არსებობდა გაფრთხილებები უსაფრთხოების სისტემაში არსებული ხარვეზების შესახებ.

ნეთანიაჰუს თქმით, მტკიცებულებები იმაზე მიუთითებს, რომ flydubai-ს პილოტს, რომელმაც მეორე პილოტი დაჭრა, თვითმფრინავის ჩამოგდება ჰქონდა განზრახული.

"თვითმფრინავის თითქმის ყველა მგზავრი ისრაელის მოქალაქე იყო. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ერთ-ერთმა პილოტმა მეორეზე თავდასხმით თვითმფრინავის ჩამოგდება მგზავრებიანად სცადა". - თქვა ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში.

ისრაელის ოფიციალური პირების განცხადებით, ომანის მოქალაქე მეორე პილოტის, ჰამამ ალ-ჰამამის საქმის გამოძიებამ აჩვენა, რომ მას განზრახული ჰქონდა თვითმფრინავის ჩამოვარდნა ბენ-გურიონის აეროპორტში და დიდი მსხვერპლის გამოწვევა.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, ალ-ჰამამიმ თვითმფრინავზე კონტროლის ხელში ჩაგდების მცდელობა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც თვითმფრინავი იორდანიის საჰაერო სივრცეში შევიდა. მისი მიზანი იყო ისრაელის მიმართულებით ფრენის გაგრძელება ისე, თითქოს თვითმფრინავი ბენ-გურიონის აეროპორტში ჩვეულებრივ დასაფრენად მიემართებოდა, შემდეგ კი თვითმფრინავი აეროპორტში დაეჯახებინა.

ჰამამ ალ-ჰამამიმ, რომელსაც ისრაელის მიმართულებით მიმავალი flydubai-ის თვითმფრინავის გატაცებისა და ჩამოგდების მცდელობაში ადანაშაულებენ, დაკითხვისას განაცხადა, რომ მან წინასწარ შეისწავლა, რომელი ავიაკომპანიები ასრულებდნენ რეისებს თელ-ავივის მიმართულებით და საბოლოოდ flydubai შეარჩია. ამის შესახებ წყარომ The Jerusalem Post-ს განუცხადა.

"ყველა ავიაკომპანიაში ვცდილობდი დასაქმებას. ოპერაცია ჯერ კიდევ მანამდე მქონდა დაგეგმილი, სანამ კომპანიაში მიმიღებდნენ. ოცნება იყო ბენ-გურიონის აეროპორტში ჩამოვარდნ", - განაცხადა პილოტმა დაკითხვისას.

ისრაელური მედიის თანახმად, ალ-ჰამამი flydubai-ში დასაქმების შემდეგ ბენ-გურიონის აეროპორტში რამდენჯერმე ჩავიდა. როგორც გამოცემები წერენ, მან გამომძიებლებს უთხრა, რომ ივნისში აეროპორტში ჩასვლისას მთელ დროს სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებასა და თავდასხმის დაგეგმვას უთმობდა.

მედიის ცნობით, თავდამსხმელი ტერაქტს თავდაპირველად ივლისში გეგმავდა, თუმცა თავდასხმა გადადო, რადგან ეკიპაჟის ერთ-ერთ წევრთან მეგობრობდა და მისი მოკვლა არ სურდა.

Jerusalem Post წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელელი სამართალდამცავების ვარაუდით, ალ-ჰამამი მარტო მოქმედებდა, ტერაქტის დაგეგმვა თავისი ინიციატივით გადაწყვიტა და რომელიმე ტერორისტული დაჯგუფებისგან დავალებები არ მიუღია.

გამოძიებას არაბთა გაერთიანებული საამიროები ხელმძღვანელობს. ავიაკომპანია დუბაის მთავრობას ეკუთვნის.

ინციდენტი 30 სექტემბერს მოხდა. ბორტზე მყოფმა მგზავრებმა თავდამსხმელის შეჩერება შეძლეს. თვითმფრინავმა საგანგებო სიგნალი გადასცა, მათ შორის კოდი, რომელიც შესაძლო გატაცებაზე ან უკანონო ჩარევაზე მიუთითებს, რის შემდეგაც ისრაელის ავიაგამანადგურებლები აფრინდნენ.

თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვა საუდის არაბეთის ქალაქ ტაბუკში.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მედვედევი: ყველაზე საშიში რაც შეიძლება სომხეთს დაემართოს, მისი ახალ უკრაინად გადაქცევაა

მედვედევი: ყველაზე საშიში რაც შეიძლება სომხეთს დაემართოს, მისი ახალ უკრაინად გადაქცევაა

ფორმულა

მედვედევი: საქართველოს NATO-ში გაწევრიანების სურვილი, ახლანდელ ხელისუფლებას ესმის რომ არასწორი იყო

მედვედევი: საქართველოს NATO-ში გაწევრიანების სურვილი, ახლანდელ ხელისუფლებას ესმის რომ არასწორი იყო

ფორმულა

რუსეთმა ხარკოვი დაბომბა - არის მსხვერპლი

რუსეთმა ხარკოვი დაბომბა - არის მსხვერპლი

ფორმულა

ისანი-სამგორის 12 000 აბონენტს გაზმომარაგება 24 საათით შეუწყდება

ისანი-სამგორის 12 000 აბონენტს გაზმომარაგება 24 საათით შეუწყდება

ფორმულა