მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. cu: უნივერესიტეტის ტერიტორიაზე სტუდენტების ინტოქსიკაციის შესახებ ინფორმაცია სიმართლე არაა
cu: უნივერესიტეტის ტერიტორიაზე სტუდენტების ინტოქსიკაციის შესახებ ინფორმაცია სიმართლე არაა

cu: უნივერესიტეტის ტერიტორიაზე სტუდენტების ინტოქსიკაციის შესახებ ინფორმაცია სიმართლე არაა

ფორმულა|formulanews.ge

კავკასიის უნივერსიტეტის ოფიციალური განცხადებით ეხმაურება უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გამართული პირველკურსელთა წვეულების შესახებ მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას. განცხადებაში აღნიშნულია, რომ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის ან სხვა სახის მასობრივი ინტოქსიკაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, ღონისძიების მიმდინარეობისას რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა, რის გამოც მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩნდათ. სტუდენტების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

"კავკასიის უნივერსიტეტი თანამშრომლობს შესაბამის უწყებებთან და საჭიროების შემთხვევაში მიაწვდის მათ ყველა შესაბამის ინფორმაციას. აღნიშნულთან დაკავშირებით გაკეთდება შსს-ს ოფიციალური განცხადებაც.

მოვუწოდებთ მედიას და საზოგადოებას, არ გაავრცელონ დაუზუსტებელი ინფორმაცია და ვარაუდები დადასტურებულ ფაქტებად, რადგან მსგავსი ცნობები უსაფუძვლოდ აზიანებს როგორც სტუდენტების, ისე უნივერსიტეტის რეპუტაციას", - ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პაპუაშვილი ტანზანიაში გაემგზავრა

პაპუაშვილი ტანზანიაში გაემგზავრა

ფორმულა

პედრო სანჩესმა ესპანეთში ვადამდელი არჩევნები დანიშნა

პედრო სანჩესმა ესპანეთში ვადამდელი არჩევნები დანიშნა

ფორმულა

მედვედევი: ყველაზე საშიში რაც შეიძლება სომხეთს დაემართოს, მისი ახალ უკრაინად გადაქცევაა

მედვედევი: ყველაზე საშიში რაც შეიძლება სომხეთს დაემართოს, მისი ახალ უკრაინად გადაქცევაა

ფორმულა

მედვედევი: საქართველოს NATO-ში გაწევრიანების სურვილი, ახლანდელ ხელისუფლებას ესმის რომ არასწორი იყო

მედვედევი: საქართველოს NATO-ში გაწევრიანების სურვილი, ახლანდელ ხელისუფლებას ესმის რომ არასწორი იყო

ფორმულა