მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. პაპუაშვილი ტანზანიაში გაემგზავრა
პაპუაშვილი ტანზანიაში გაემგზავრა

პაპუაშვილი ტანზანიაში გაემგზავრა

ფორმულა|formulanews.ge

"ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, ტანზანიაში გაემგზავრა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, პაპუაშვილი დელეგაციასთან ერთად საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 153-ე ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა, რომელიც ტანზანიის ქალაქ არუშაში გაიმართება. მათი ცნობით, პაპუაშვილი გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვა და საპარლამენტთაშორისო კავშირის პრეზიდენტის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

"ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, არიან პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პატიმრის წამებაში ბრალდებულ ალექსანდრე მუხაძეს 14-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

პატიმრის წამებაში ბრალდებულ ალექსანდრე მუხაძეს 14-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ფორმულა

აბესაძე: კორუფციის გარეშე ავარიული სახლების პრობლემა 3-4-ჯერ სწრაფად მოგვარდებოდა

აბესაძე: კორუფციის გარეშე ავარიული სახლების პრობლემა 3-4-ჯერ სწრაფად მოგვარდებოდა

ფორმულა

ჰორმუზის სრუტეში გემზე თავდასხმა მოხდა — ეკიპაჟის წევრებმა ხომალდი სასწრაფოდ დატოვეს

ჰორმუზის სრუტეში გემზე თავდასხმა მოხდა — ეკიპაჟის წევრებმა ხომალდი სასწრაფოდ დატოვეს

ფორმულა

საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია რუსეთის პატრიარქ კირილეს იუბილეზე მოსკოვში ჩავიდა

საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია რუსეთის პატრიარქ კირილეს იუბილეზე მოსკოვში ჩავიდა

ფორმულა