მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. სოფელ ინგირში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს
სოფელ ინგირში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს

სოფელ ინგირში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს

ფორმულა|formulanews.ge

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, მიმდინარე წლის 13 სექტემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულმა მოქალაქე ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.

სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირის ვინაობა, ცხელ კვალზე დაადგინეს და მასზე ძებნა გამოცხადდა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ძებნილი პირი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით 157 მილიონი ევრო გამოუყო

ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით 157 მილიონი ევრო გამოუყო

ფორმულა

საფრანგეთში 500-მდე სკოლა დაიხურა

საფრანგეთში 500-მდე სკოლა დაიხურა

ფორმულა

მურთაზ ზოდელავამ, ლაშა ბერიძემ და გური ჟვანიამ საპროცესო შეთანხმება მოითხოვეს

მურთაზ ზოდელავამ, ლაშა ბერიძემ და გური ჟვანიამ საპროცესო შეთანხმება მოითხოვეს

ფორმულა

პენიტენციური: მსჯავრდებულების დეესკალაციის საკნებში გადაყვანა არ უკავშირდება გიორგი დავითაძისთვის სოლიდარობას

პენიტენციური: მსჯავრდებულების დეესკალაციის საკნებში გადაყვანა არ უკავშირდება გიორგი დავითაძისთვის სოლიდარობას

ფორმულა