
რუსულმა დრონებმა თურქულ სამოქალაქო გემს დაარტყეს – დაიღუპა კაპიტანი
ფორმულა|formulanews.ge
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსულმა დრონებმა შავ ზღვაში, ნეიტრალურ წყლებში, თურქულ სამოქალაქო გემს დაარტყეს, რომელსაც სიმინდი გადაჰქონდა.
ზელენსკის თქმით, გემზე აზერბაიჯანისა და ინდოეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. თავდასხმის შედეგად დაიღუპა გემის კაპიტანი, ერთი ადამიანი დაკარგულად ითველბა.
უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, ეკიპაჟის 11 წევრის გადარჩენა მოხერხდა, მათგან ერთი დაშავდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი შავ ზღვაში უსაფრთხო ნაოსნობისა და დეესკალაციის შეთავაზებების მიუხედავად, სამოქალაქო გემების წინააღმდეგ ტერორს აგრძელებს.
გაზიარება:
ფორმულა
წყარო: formulanews.ge