
რუსებმა საცხოვრებელ კორპუსსა და სასწრაფო დახმარების ავტომობილებს დაარტყეს
ფორმულა|formulanews.ge
რუსებმა დონეცკის ოლქის კრამატორსკში საცხოვრებელ კორპუსსა და სასწრაფო დახმარების ავტომობილებს დაარტყეს, დაიღუპა 1 ადამიანი.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა გაჩერებულ სასწრაფო დახმარების ავტომობილებს მიზანმიმართულად ორი FPV-დრონით დაარტყეს, რის შედეგადაც, სამი ადამიანი დაშავდა.
დარტყმის შედეგად სასწრაფო დახმარების სამი ავტომობილი დაზიანდა.
ასევე, რუსებმა თავდასხმა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზეც განახორციელეს. თავდასხმის შედეგად 49 წლის ქალი დაიღუპა და ერთი დაშავდა.
გაზიარება:
ფორმულა
წყარო: formulanews.ge