მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის გამო 3 ქვეყანა საზღვრის კონტროლს აძლიერებს
რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის გამო 3 ქვეყანა საზღვრის კონტროლს აძლიერებს

რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის გამო 3 ქვეყანა საზღვრის კონტროლს აძლიერებს

ფორმულა|formulanews.ge

ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტრო ყურადღებით აკვირდება რუსეთის ირკუტსკის ოლქში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, მას შემდეგ, რაც განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების სავარაუდო შემთხვევის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ყაზახეთში პრევენციული ზომები ამოქმედდა, მათ შორის სანიტარული და საკარანტინო კონტროლი სახელმწიფო საზღვრის გამშვებ პუნქტებზე.

ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტრომ მოუწოდა მოქაქლაქეებს, რომ მოგზაურობის შემდეგ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულად მიმართონ ექიმს და სამედიცინო პერსონალს აცნობონ, სად და როდის იმყოფებოდნენ.

მედიის ინფორმაციით, საზღვარზე ჯანდაცვის კუთხით უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს ყირგიზეთმა და უზბეკეთმაც.

ამავდროულად, რუსეთის სპეციალისტები ეპიდემიოლოგიურ მოკვლევას ატარებენ. საბოლოო დიაგნოზი ჯერ დადასტურებული არ არის.

ცნობისთვის, ირკუტსკის შავი ჭირის კვლევის ინსტიტუტის ლაბორანტმა, 28 წლის დარია შიპილოვამ მუშაობისას ფილტვის შავი ჭირის ბაქტერიის შემცველი სინჯარა შემთხვევით გატეხა. მომხდარიდან მალევე მძიმედ დაავადდა და 2 ოქტომბერს, ფილტვისმიერი ჭირით გარდაიცვალა.

რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზედამხედველობის სამსახურმა, ლაბორატორიული ავარიის ფაქტი უარყო და პაციენტის გარდაცვალების მიზეზად დაუდგენელი წარმომავლობის პნევმონია დაასახელა.

ოფიციალური უარყოფის მიუხედავად ხელისუფლებამ საავადმყოფოებში მკაცრი შეზღუდვები დააწესა და გარდაცვლილთან კონტაქტში მყოფი დაახლოებით 200 ადამიანი სამედიცინო იზოლაციაში მოაქცია.

პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ვითარებაზე დაკვირვება დაიწყო და მოსკოვს ზუსტი მონაცემების დაუყოვნებლივ და ღიად გაზიარებისკენ მოუწოდეს. როგორც ირკვევა, თეთრი სახლი პროცესებს აქტიურად აკვირდება და მოსკოვის მიერ შემოღებული საკარანტინო ზომების ეფექტურობას სწავლობს.

შავი ჭირი ბაქტერიით განპირობებული დაავადებაა, რომელიც ადამიანებს ინფიცირებული ცხოველებისგან გადაეცემათ. ის კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მომაკვდინებელ ბაქტერიულ ინფექციად ითვლება.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 259 სტატია.

  • რუსეთი უარყოფს ლაბორანტის შავი ჭირით გარდაცვალებას, თუმცა ადგილზე საკარანტინო ზომები რჩებაBM.GE
  • “საქართველოდან რუსეთში პატიმრების ექსტრადირება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს”ნეტგაზეთი
  • ბენზინის ფასის ზრდის მიზეზი უკრაინის მიერ რუსეთში “ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების“ აფეთქებაა - ტრამპიტვ პირველი
  • Financial Times: ესტონეთს, „აქტიური თავდაცვის“ პროგრამის ფარგლებში, ჯარები რუსეთის საზღვართან უფრო ახლოს გადაჰყავსიმედი
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

რუბიოს განცხადებით, რუსეთმა შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის გამო მეტი ინფორმაცია უნდა გაასაჯაროოს

რუბიოს განცხადებით, რუსეთმა შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის გამო მეტი ინფორმაცია უნდა გაასაჯაროოს

ფორმულა

გარდაბანში მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა

გარდაბანში მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა

ფორმულა

დაზარალებულების კუთვნილ 90 500 ლარი მოტყუებით მიისაკუთრა - 1 პირს ბრალდება წარედგინა

დაზარალებულების კუთვნილ 90 500 ლარი მოტყუებით მიისაკუთრა - 1 პირს ბრალდება წარედგინა

ფორმულა

მშვიდობიანი დემონსტრანტების ქიმიური მოწამვლის შედეგებზე ეუთოში კვლევა წარადგინეს

მშვიდობიანი დემონსტრანტების ქიმიური მოწამვლის შედეგებზე ეუთოში კვლევა წარადგინეს

ფორმულა