
ბაქო გერმანიის დაზვერვის ყოფილ ხელმძღვანელთან კავშირს უარყოფს
აზერბაიჯანმა ოფიციალურად უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გერმანიის საგარეო დაზვერვის სამსახურის (BND) ყოფილი ხელმძღვანელი, აუგუსტ ჰანინგი აზერბაიჯანის აგენტთან იმყოფებოდა კონტაქტში.
Reuters-ის ცნობით, აზერბაიჯანის მედიისა და მაუწყებლობის საბჭომ სპეციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ გერმანულ გამოცემა Der Spiegel-ის მიერ გავრცელებული ბრალდებები, თითქოს ბაქო ამ საქმესთან იყო დაკავშირებული, სრულიად უსაფუძვლოა.
„ამ დეზინფორმაციული ოპერაციის უკან მდგომი ძალების ბოროტი ზრახვაა აზერბაიჯანსა და გერმანიას შორის ურთიერთობების დაზიანება“, — აცხადებენ საბჭოში.
აუგუსტ ჰანინგი, რომელიც BND-ს წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა, 6 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალად ედება სახელმწიფო ღალატის მცდელობა და ჯაშუშობა. ეს შემთხვევა ცივი ომის დასრულების შემდეგ გერმანიის უშიშროების სფეროში ერთ-ერთ უდიდეს სკანდალად შეფასდა.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge