მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. მეუფე იობი: წარმოჩინდა [ხელისუფლების] ურწმუნოება
მეუფე იობი: წარმოჩინდა [ხელისუფლების] ურწმუნოება

მეუფე იობი: წარმოჩინდა [ხელისუფლების] ურწმუნოება

ფორმულა|formulanews.ge

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტიმა იობმა ქადაგებისას კიდევ ერთხელ ისაუბრა ხელისუფლების ურწმუნობაზე. მისი თქმით, ხელისუფლებამ საკუთარი სახე წარმოაჩინა.

"როცა ვთქვი, რომ ურწმუნოა ეს ხელისუფლება და არაეკლსიური, თავიანთი სახე წარმოჩინდა, ხომ ასეა? მათი გამოხმაურებით, მათი დამოკიდებულებით. მე კი არ შეურაცხყმყვეს მათ, არამედ ღმერთი, ეკლესია. აქედან წარმოჩინდა მათი ურწმუნოება.

ბევრს ჰგონია, რომ სანთელით დადგეს ტაძარში, დაანთოს სანთელი და ეგ არის მორწმუნეობა და ქრისტიანობა. ეს არის ფარისევლობა. ერთს ამბობ და მეორეს აკეთებ", - თქვა მეუფემ.

მანამდე, მეუფე იობმა ქადაგებისას განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ შესაძლებლობები სრულად ამოწურა და ქვეყანაში ეროვნული ინტერესები არ იგრძნობა. მისი განცხადებების შემდეგ მეუფე იობი, მათ შორის ლაშა ნაცვლიშვილის მხრიდან, შეურაცხყოფისა და თავდასხმის ობიექტი გახდა.

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის სიტყვიერი შეურაცხყოფის, გინების გამო სასამართლომ ლაშა ნაცვლიშვილი 2 500 ლარით დააჯარიმა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ხელისუფლების

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 58 სტატია.

  • მაკა ბოჭორიშვილი "ოცნების" ხელისუფლების ანტიდასავლურ რიტორიკას უარყოფსBM.GE
  • როდესაც არჩევნები გაყალბებულია, მას უნდა დაუძახო გაყალბებული, როდესაც ხელისუფლების მიტაცება სახეზეა, შესაბამისად უნდა იმოქმედო - სიორიძეტვ პირველი
  • ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ხდება იგივე კანონების მიღება ევროპულ ქვეყნებში, რომელზეც საქართველოს პარლამენტმა დიდი ხნის წინ იმუშავა - რატი იონათამიშვილი სლოვენიის ხელისუფლების ინიციატივაზერუსთავი 2
  • ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქე გააძევანეტგაზეთი
ხელისუფლების →

მსგავსი სტატიები

ექიმი ქუთაისში აფეთქებაზე: ქალს სხეულის 12% აქვს დამწვარი

ექიმი ქუთაისში აფეთქებაზე: ქალს სხეულის 12% აქვს დამწვარი

ფორმულა

ქუთაისის მერი ბინის აფეთქებაზე: საჭირო გახდება კორპუსიდან 15 ოჯახის გაყვანა

ქუთაისის მერი ბინის აფეთქებაზე: საჭირო გახდება კორპუსიდან 15 ოჯახის გაყვანა

ფორმულა

ბრალდებულებმა დაზარალებულს 270 000 ლარი გამოართვეს და მიითვისეს - დააკავეს 1 პირი

ბრალდებულებმა დაზარალებულს 270 000 ლარი გამოართვეს და მიითვისეს - დააკავეს 1 პირი

ფორმულა

ქუთაისში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის დაგროვებამ გამოიწვია

ქუთაისში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის დაგროვებამ გამოიწვია

ფორმულა