მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. პოლონეთში კოლეჯის სტუდენტმა 8 ადამიანი დაჭრა — თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია
პოლონეთში კოლეჯის სტუდენტმა 8 ადამიანი დაჭრა — თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია

პოლონეთში კოლეჯის სტუდენტმა 8 ადამიანი დაჭრა — თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია

ფორმულა|formulanews.ge

პოლონეთში, ოსტროლენკას პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში 19 წლის სტუდენტი თანაკურსელებსა და პედაგოგებს ბასრი საგნით თავს დაესხა, რის შედეგადაც სულ რვა ადამიანი დაშავდა — მათ შორის ოთხი სტუდენტი, ორი პედაგოგი და ორი შემთხვევითი გამვლელი (მამა-შვილი).

სამართალდამცავების ცნობით, თავდამსხმელმა ინციდენტის დროს თავადაც მიიღო დაზიანებები, თუმცა შემთხვევის ადგილიდან გაქცევა მოახერხა, სანამ პოლიცია მას მოგვიანებით ქალაქში დააკავებდა.

ყველა დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც ორი მათგანის მდგომარეობა ექიმების შეფასებით მძიმეა.

თავდასხმის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია, დაკავებული ეჭვმიტანილი ბადრაგის მეთვალყურეობით საავადმყოფოში იმყოფება, ხოლო თავად სასწავლო კორპუსიდან სტუდენტების ევაკუაცია განხორციელდა და შენობა დაიხურა.

ცნობისთვის, 50 ათასზე მეტი მცხოვრებისგან შემშდარი ქალაქი ოსტროლენკა მაზოვიეცკის სავოევოდოში მდებარეობს, რომლის ცენტრიც ვარშავაა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

NATO რუსული რაკეტების პოლონეთის ტერიტორიაზე შეჭრის საკითხს განიხილავს

NATO რუსული რაკეტების პოლონეთის ტერიტორიაზე შეჭრის საკითხს განიხილავს

ფორმულა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მოსკოვში პატრიარქ კირილეს შეხვდა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მოსკოვში პატრიარქ კირილეს შეხვდა

ფორმულა

მეუფე იობი „ქართულ ოცნებაზე“: მხარს ვუჭერდი, მაგრამ გადაუხვიეს და მხილება იყო საჭირო

მეუფე იობი „ქართულ ოცნებაზე“: მხარს ვუჭერდი, მაგრამ გადაუხვიეს და მხილება იყო საჭირო

ფორმულა

ირაკლი კირცხალია: საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ

ირაკლი კირცხალია: საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ

ფორმულა