
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მოსკოვში პატრიარქ კირილეს შეხვდა
საპატრიარქოს ინფორმაციით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია ვიზიტით რუსეთის პატრიარქ კირილეს დაბადებიდან 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად მოსკოვში გაემგზავრა.
დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საგარე საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი) და პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.
"20 ნოემბერს, პატრიარქ კირილეს დაბადების დღეს, დელეგაციის წევრებმა, სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს მოსკოვის მაცხოვრის სახელობის საკათედრო ტაძარში აღვლენილ საზეიმო ლიტურგიაში.
21 ნოემბერს მათ მოილოცეს მოსკოვის დონის სტავროპიგიული მამათა მონასტერი და იქ განსვენებულ ქართველ მეფეთა, დედოფალთა და უფლისწულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინეს.
ამავე დღეს მოსკოვის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ქართულ ტაძარში მღვდელმთავრებმა პანაშვიდი გადაიხადეს ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა სულების საოხად", - ნათქვამია ინფორმაციაში.
საპატრიარქოს ცნობით, მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის წევრები, მოსკოვის დანილოვის (წმ. დანიელ მესვეტის სახელობის) სტავროპიგიულ მამათა მონასტერში მდებარე საპატრიარქო რეზიდენციაში, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს შეხვდნენ
ფორმულა
წყარო: formulanews.ge