მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. სერგი ყანჩელი პოლიციელებს წამებასა და მუქარაში ადანაშაულებს — აქტივისტმა ქვეყანა დატოვა
სერგი ყანჩელი პოლიციელებს წამებასა და მუქარაში ადანაშაულებს — აქტივისტმა ქვეყანა დატოვა

სერგი ყანჩელი პოლიციელებს წამებასა და მუქარაში ადანაშაულებს — აქტივისტმა ქვეყანა დატოვა

ფორმულა|formulanews.ge

სამოქალაქო აქტივისტი სერგი ყანჩელი პოლიციელების მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე, წამებასა და სექსუალური ხასიათის იძულებაზე საუბრობს. მისი განცხადებით, შექმნილი საფრთხის გამო მას ქვეყნის დატოვება და ემიგრაციაში წასვლა მოუწია.

გავრცელებულ მიმართვაში აქტივისტი დეტალურად აღწერს 27 სექტემბერს მომხდარ ინციდენტს, როდესაც მას, სარბენად ყოფნისას, პოლიციის თანამშრომლები დაესხნენ თავს და სასაფლაოზე გადაიყვანეს.

გადამიყვანეს სასაფლაოზე და ფიზიკურად გამისწორდნენ, დანით გამიკაწრეს სახე და იარაღით მემუქრებოდნენ, მადებდნენ თავზე, მკერდზე და სხვა სხეულის ნაწილებზე. ეს წამება გრძელდებოდა დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში...“

მისივე თქმით, თავდასხმა პირდაპირ უკავშირდებოდა მის სამოქალაქო აქტივიზმსა და გამოხატულ პოზიციას.

„მათი თითოეული ეს ქმედება მიმართული იყო ჩემი სამოქალაქო პოზიციისკენ, რადგან ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის და ასევე სქესობრივი იძულების კვალდაკვალ მიხსენიებდნენ "აკაცუკად" და აბუჩად იგდებდნენ ჩემს სამოქალაქო პოზიციას.“

მისი განმარტებით, შექმნილი უსაფრთხოების რისკების გამო ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება იძულებით მიიღო, თუმცა მომხდარზე სამართლებრივ რეაგირებას გეგმავს და შესაბამის უწყებებს საჩივრით უკვე მიმართა.

„ბევრმა იცით, რამდენად რთული იყო ჩემთვის იმის გაიაზრება, რომ ოდესმე საქართველოს დატოვება მომიწევდა... საჩივარი შევიტანე ამ არაადამიანების წინააღმდეგ, რომ მათი პოვნა და გასამართლება მოხდეს. ყველამ უნდა იცოდეს მაგათი ვინაობა და ჩადენილი დანაშაული.“

პოსტის ბოლოს ის მადლობას უხდის ნათია თოხაძესა და ქეთი შართავას ამ მძიმე პერიოდში გაწეული მხარდაჭერისა და დახმარებისთვის.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დონალდ ტრამპი მრჩევლების შესაძლო დათხოვნაზე საუბრობს: სკანდალი ბოსნიაში ვიზიტის გარშემო

დონალდ ტრამპი მრჩევლების შესაძლო დათხოვნაზე საუბრობს: სკანდალი ბოსნიაში ვიზიტის გარშემო

ფორმულა

პოლონეთში კოლეჯის სტუდენტმა 8 ადამიანი დაჭრა — თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია

პოლონეთში კოლეჯის სტუდენტმა 8 ადამიანი დაჭრა — თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია

ფორმულა

ბაქო გერმანიის დაზვერვის ყოფილ ხელმძღვანელთან კავშირს უარყოფს

ბაქო გერმანიის დაზვერვის ყოფილ ხელმძღვანელთან კავშირს უარყოფს

ფორმულა

ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილებს ქვეყნის იზოლაციაზე „ნაცურს“ უწოდებს

ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილებს ქვეყნის იზოლაციაზე „ნაცურს“ უწოდებს

ფორმულა