მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ისრაელის პრეზიდენტმა ქართული წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
ისრაელის პრეზიდენტმა ქართული წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა

ისრაელის პრეზიდენტმა ქართული წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა

ფორმულა|formulanews.ge

ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა ქართველი წარმოშობის ექიმი-სტომატოლოგი შოთა მუსაევი გამოჩენილი სამოქალაქო გმირობისთვის უმაღლესი ჯილდოთი დააჯილდოვა.

დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაზე ხაზი გაესვა შოთა მუსაევის განსაკუთრებულ დამსახურებას Flydubai-ს რეისის 174 მგზავრის სიცოცხლის გადარჩენაში. ფრენის დროს, შექმნილი კრიტიკული საფრთხისას, ექიმმა ჯერ სხვა მგზავრებს გაუწია დახმარება თავდამსხმელის შეკავებაში, რის შემდეგაც მძიმედ დაჭრილი კაპიტნის გადასარჩენად ოპერატიული მოქმედებები დაიწყო. მუსაევმა პილოტს ძლიერი სისხლდენა შეუჩერა და თვითმფრინავის უსაფრთხო დაშვებამდე მასთან მუდმივ კონტაქტს ინარჩუნებდა, რამაც კაპიტნის მდგომარეობის სტაბილიზაცია და ხომალდის მშვიდობიანი დაземლება უზრუნველყო.

სიტყვით გამოსვლისას ისრაელის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ექიმის სახელსა და ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას შორის არსებულ კავშირს:

მათთვის, ვინც არ იცის, ქართულ საზოგადოებაში სახელი შოთა უკავშირდება შოთა რუსთაველს, კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს პოეტს, რომლის პოეზიაზეც მე, სხვადასხვა გარემოების გამო, გავიზარდე“, — აღნიშნა იცხაკ ჰერცოგმა.

შოთა მუსაევის სწრაფმა, პროფესიონალურმა და თავდადებულმა ქმედებამ ავიაკატასტროფა და ათეულობით ადამიანის ტრაგიკული დაღუპვა ააცილა თავიდან.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უკრაინის დელეგაცია აშშ-ში სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალი რაუნდის განსახილველად ჩადის

უკრაინის დელეგაცია აშშ-ში სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალი რაუნდის განსახილველად ჩადის

ფორმულა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა „საქართველოს ფოსტაში“ გამოძიება დაიწყო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა „საქართველოს ფოსტაში“ გამოძიება დაიწყო

ფორმულა

გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის ომის ეკონომიკას ახალი სანქციები დაუწესა

გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის ომის ეკონომიკას ახალი სანქციები დაუწესა

ფორმულა

სამხრეთ კორეამ უკრაინიდან ელჩი გაიწვია

სამხრეთ კორეამ უკრაინიდან ელჩი გაიწვია

ფორმულა