მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ევროპარლამენტის 70-ზე მეტი დეპუტატი ევროკავშირში „რუსული სახლების“ დახურვას ითხოვს
ევროპარლამენტის 70-ზე მეტი დეპუტატი ევროკავშირში „რუსული სახლების“ დახურვას ითხოვს

ევროპარლამენტის 70-ზე მეტი დეპუტატი ევროკავშირში „რუსული სახლების“ დახურვას ითხოვს

ფორმულა|formulanews.ge

ევროპარლამენტის 70-ზე მეტმა დეპუტატმა ევროკავშირის ხელმძღვანელ პირებს მოუწოდა, შეიმუშაონ ერთიანი პოზიცია ე.წ. „რუსულ სახლებთან“ დაკავშირებით და განიხილონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მათი საქმიანობის შეწყვეტის საკითხი. ამის შესახებ ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი LRT წერს.

მიმართვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტას, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელ კაია კალასს გაეგზავნა. მისი ინიციატორი ევროპარლამენტარი და ლიეტუვის ყოფილი თავდაცვის მინისტრი რასა იუკნიავიჩენეა.

იუკნიავიჩენეს განცხადებით, „რუსული სახლები“ ევროპაში რუსეთის გავლენისა და სადაზვერვო საქმიანობისთვის გამოყენებული ცენტრებია. მისი თქმით, ისინი მოქმედებენ ევროკავშირის ინტერესების წინააღმდეგ და საზღვარგარეთიდან განხორციელებული ოპერაციების, მათ შორის ინფორმაციული მანიპულაციისა და ჩარევის, კოორდინირებაში მონაწილეობენ.

მიმართვის ავტორების ინფორმაციით, „რუსული სახლები“ ამჟამად ევროკავშირის 15 ქვეყანაში აგრძელებენ საქმიანობას. ეს ქვეყნებია: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, კვიპროსი, ჩეხეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, ლუქსემბურგი, მალტა, სლოვაკეთი და ესპანეთი.

„რუსული სახლების“ სახელით ცნობილია რუსეთის ფედერალური სააგენტო „როსსოტრუდნიჩესტვოს“ უცხოეთში მოქმედი წარმომადგენლობები. სააგენტოს ოფიციალური ინფორმაციით, ორგანიზაცია მსოფლიოს 71 ქვეყანაში, 87 წარმომადგენლობით მოქმედებს და მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი რუსეთის ჰუმანიტარული გავლენის გაძლიერებაა.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა „როსსოტრუდნიჩესტვო“ სანქციების სიაში შეიყვანა. ევროკავშირის შეფასებით, სააგენტო დაკავშირებულია გავლენის აგენტებთან, აფინანსებს პროპაგანდისტულ პროექტებს და ხელს უწყობს კრემლის ნარატივებისა და ისტორიული რევიზიონიზმის გავრცელებას. მიუხედავად სანქციებისა, „რუსულმა სახლებმა“ ევროკავშირის რიგ ქვეყნებში საქმიანობა განაგრძეს.

ევროპარლამენტარების მიმართვაში აღნიშნულია, რომ ამ ეტაპზე „რუსული სახლების“ დახურვის გადაწყვეტილება ცალკეული წევრი სახელმწიფოების კომპეტენციაში რჩება. დეპუტატების განცხადებით, თუმცა საკითხი ეროვნული მთავრობების იურისდიქციას მიეკუთვნება, ეს ევროკავშირის უმოქმედობის მიზეზი არ უნდა გახდეს.

ევროპარლამენტარები ევროკავშირის ხელმძღვანელ პირებს მოუწოდებენ, შეიმუშაონ საერთო ევროპული მიდგომა და განსაზღვრონ შესაბამისი ზომები იმ ქვეყნებში „რუსული სახლების“ საქმიანობის შესაწყვეტად, სადაც ისინი კვლავ მოქმედებენ.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 228 სტატია.

  • უკრაინა უარს იტყვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე, თუ ბლოკი მისი მარცვლეულის ექსპორტს შეზღუდავსBM.GE
  • გიორგი გაბუნია: ფინეთის პრეზიდენტის განცხადება იმ პოლიტიკის დეკლარირებაა, რომელსაც დასავლეთი აწარმოებდა უკრაინაში ევროკავშირის წევრობისა და ნატოს წევრობის ძახილითრუსთავი 2
  • პეტრე მამრაძე: ჩვენი ხელისუფლების პრეტენზიები ევროკავშირის მიმართ აბსოლუტურად ობიექტური და პოლიტიკურად კორექტულ ფორმაში გამოხატული იყო, რადგან რაც სინამდვილეში ხდებოდა, ეს ყველა ნორმალურ, ადამიანურ ზღვარს სცილდებოდა. ვგულისხმობ კანონს გამჭვირვალობის შესახებიმედი
  • გერმანული ფონდების გასვლის შემდეგ ALDE ევროკავშირს მოქმედებისკენ მოუწოდებსნეტგაზეთი
ევროკავშირის →ითხოვს →

მსგავსი სტატიები

ზახაროვა: საქართველო გარედან თავსმოხვეულ პოლიტიკას არ უნდა დაემორჩილოს

ზახაროვა: საქართველო გარედან თავსმოხვეულ პოლიტიკას არ უნდა დაემორჩილოს

ფორმულა

უკრაინის დელეგაცია აშშ-ში სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალი რაუნდის განსახილველად ჩადის

უკრაინის დელეგაცია აშშ-ში სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალი რაუნდის განსახილველად ჩადის

ფორმულა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა „საქართველოს ფოსტაში“ გამოძიება დაიწყო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა „საქართველოს ფოსტაში“ გამოძიება დაიწყო

ფორმულა

ისრაელის პრეზიდენტმა ქართული წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა

ისრაელის პრეზიდენტმა ქართული წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა

ფორმულა