მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სლოვაკეთი უკრაინისთვის ევროკავშირის €45-მილიარდიან სესხში მონაწილეობას არ მიიღებს - რობერტ ფიცო
სლოვაკეთი უკრაინისთვის ევროკავშირის €45-მილიარდიან სესხში მონაწილეობას არ მიიღებს - რობერტ ფიცო

სლოვაკეთი უკრაინისთვის ევროკავშირის €45-მილიარდიან სესხში მონაწილეობას არ მიიღებს - რობერტ ფიცო

BM.GE22 ნოემბერი, 2026, 22:15|bm.ge

სლოვაკეთი უკრაინისთვის ევროკავშირის მიერ მომზადებულ €45-მილიარდიან სასესხო პროგრამაში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა კიევისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას გააგრძელებს. ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა.

ფიცოს განმარტებით, ბრატისლავა უკრაინისთვის განკუთვნილი წინა, €90-მილიარდიანი სასესხო პროგრამის დაფინანსებაშიც არ მონაწილეობდა და პოზიციის შეცვლას არც ამჯერად აპირებს.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე უპასუხა გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ევროკავშირის მომდევნო შვიდწლიანი ბიუჯეტის დაბლოკვის შესაძლებლობა განიხილება, თუ წევრი სახელმწიფოები 2027 წელს და შემდგომ პერიოდში უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერაზე ვალდებულებებს არ აიღებენ.

ფიცოს განცხადებით, ბერლინის მხრიდან ზეწოლის მიუხედავად, სლოვაკეთი პოზიციის შეცვლას არ აპირებს. მისი შეფასებით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაფინანსება მიზანშეწონილი არ არის, რადგან ეს ომის გახანგრძლივებას უწყობს ხელს. ამასთან, ქვეყანა კიევისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას გააგრძელებს.

სლოვაკეთის პოზიცია უკრაინის დახმარების საკითხზე ორშაბათს, ბრატისლავაში, ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნების - პოლონეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის - პრემიერ-მინისტრებისა და ავსტრიის კანცლერის შეხვედრაზეც განიხილება.

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის ოქტომბერში სლოვაკეთმა და უნგრეთმა უარი განაცხადეს უკრაინისთვის ევროკავშირის ახალი, €70-მილიარდიანი სესხის შესაძლო დაფინანსებაში მონაწილეობაზე. ორივე ქვეყანამ განაცხადა, რომ პროგრამის ფარგლებში ფინანსურ ვალდებულებებს არ აიღებდა.

ნოემბერში კი ევროკომისიამ უკრაინის მხარდაჭერის ახალი, €45-მილიარდიანი მექანიზმი წარადგინა. აღნიშნული თანხიდან €20 მილიარდი უკრაინის საბიუჯეტო საჭიროებებისთვის, ხოლო €25 მილიარდი სამხედრო დახმარებისთვის არის გათვალისწინებული.

გეგმის მიხედვით, უკრაინამ სესხის ძირითადი ნაწილი მას შემდეგ უნდა დაფაროს, რაც რუსეთისგან რეპარაციებს მიიღებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 169 სტატია.

  • უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთი, ცენტრალური უკრაინის უდიდესი ნაწილი, კიევის ჩათვლით, ძირძველი რუსული მიწებია – ლავროვინეტგაზეთი
  • EU-მ უკრაინისთვის დამატებით 1 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება დაამტკიცაფორმულა
  • მედია: კაია კალასი უკრაინის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვის გზებს ეძებს​რუსთავი 2
  • ზელენსკი უკრაინის, აშშ-ისა და ევროპის მოლაპარაკებებზე: საუბარი მარტივი არ ყოფილა, თუმცა შედეგი გვაქვსტვ პირველი
უკრაინის →ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

როგორ ინარჩუნებს საკონდიტრო „ბელა“ ფასებს გაძვირებული ნედლეულის ფონზე - მატა შველიძე

როგორ ინარჩუნებს საკონდიტრო „ბელა“ ფასებს გაძვირებული ნედლეულის ფონზე - მატა შველიძე

BM.GE

გენერაციის შეზღუდვა ინვესტორებისთვის ძალიან მძიმე გზავნილია - გიორგი აბრამიშვილი

გენერაციის შეზღუდვა ინვესტორებისთვის ძალიან მძიმე გზავნილია - გიორგი აბრამიშვილი

BM.GE

რა ბედი ელით მოქალაქეებს, რომლებიც სუროგაციას გეგმავდნენ? - კირცხალიას პასუხი

რა ბედი ელით მოქალაქეებს, რომლებიც სუროგაციას გეგმავდნენ? - კირცხალიას პასუხი

BM.GE

სუროგაციის აკრძალვამ არ უნდა შეზღუდოს საქართველოს მოქალაქეებისთვის ნებაყოფლობითი სუროგაციის შესაძლებლობა - მიქელაძე

სუროგაციის აკრძალვამ არ უნდა შეზღუდოს საქართველოს მოქალაქეებისთვის ნებაყოფლობითი სუროგაციის შესაძლებლობა - მიქელაძე

BM.GE