მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. მარკო რუბიო: უკრაინის ომი სახიფათო ჩიხში შევიდა
მარკო რუბიო: უკრაინის ომი სახიფათო ჩიხში შევიდა

მარკო რუბიო: უკრაინის ომი სახიფათო ჩიხში შევიდა

ფორმულა|formulanews.ge

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომი „სახიფათო ჩიხში შევიდა“ — განაცხადა ხუთშაბათს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ. მისი თქმით, ვაშინგტონი კვლავ აგრძელებს მუშაობას კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოსაგვარებლად.

რუბიომ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ომის შემდგომი ესკალაცია შესაძლოა მეზობელ, ნატოს წევრ ქვეყნებში დივერსიული მოქმედებების კამპანიაში გადაიზარდოს.

„ესკალაცია შეიძლება გადაიზარდოს დივერსიების ჩატარების კამპანიაში მეზობელ, ნატოს წევრ ქვეყნებში“, — განაცხადა მან და დასძინა, რომ არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომლებმაც შესაძლოა ორი სახელმწიფოს ომი სწრაფად აქციოს „სახიფათო რეგიონულ კონფლიქტად“.

რუბიო აღნიშნული განცხადებებით პორტუგალიაში ვიზიტის დროს გამოვიდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ვაშინგტონს სურს, რუსეთ-უკრაინის ომი მოლაპარაკებების გზით დასრულდეს.

„სწორედ ამისთვის ვიმუშავებთ მომავალში“, — აღნიშნა რუბიომ.

ბოლო კვირებში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს, განაახლოს მოლაპარაკებები რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მიზნით. რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ოთხ წელზე მეტი გავიდა და ომი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე სისხლიან კონფლიქტად იქცა.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, პარასკევსა და შაბათს აშშ-ში უკრაინის დელეგაციის ვიზიტია დაგეგმილი, რომლის მიზანიც ახალი კონტაქტების დამყარება და მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელება იქნება.

მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე საუბრისას რუბიომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აშშ მზად არის, სამშვიდობო პროცესში საკუთარი წვლილი შეიტანოს. თუმცა, ამავდროულად, სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონი „არ აპირებს ძალების დახარჯვას აზრს მოკლებულ ინიციატივებზე“, თუკი პროგრესის მიღწევის რეალური შესაძლებლობა არ იარსებებს.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 222 სტატია.

  • ინდოეთმა რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად სამეტაპიანი გეგმა წარადგინაBM.GE
  • ვისურვებდი, საქართველო [ევროინტეგრაციის] იმავე დონეზე ყოფილიყო, რაზეც მოლდოვა და უკრაინა — კოსინეტგაზეთი
  • ბენზინის ფასის ზრდის მიზეზი უკრაინის მიერ რუსეთში “ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების“ აფეთქებაა - ტრამპიტვ პირველი
  • ტრამპის განცხადებით, ბენზინზე ფასები ამჯერად არა ჰორმუზის სრუტეში არსებული ვითარების არამედ უკრაინის მხრიდან რუსული ნავთობგადამამუშავებელ ქარხნების აფეთქების გამო იზრდებარუსთავი 2
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

ევროპარლამენტის 70-ზე მეტი დეპუტატი ევროკავშირში „რუსული სახლების“ დახურვას ითხოვს

ევროპარლამენტის 70-ზე მეტი დეპუტატი ევროკავშირში „რუსული სახლების“ დახურვას ითხოვს

ფორმულა

ზახაროვა: საქართველო გარედან თავსმოხვეულ პოლიტიკას არ უნდა დაემორჩილოს

ზახაროვა: საქართველო გარედან თავსმოხვეულ პოლიტიკას არ უნდა დაემორჩილოს

ფორმულა

უკრაინის დელეგაცია აშშ-ში სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალი რაუნდის განსახილველად ჩადის

უკრაინის დელეგაცია აშშ-ში სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალი რაუნდის განსახილველად ჩადის

ფორმულა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა „საქართველოს ფოსტაში“ გამოძიება დაიწყო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა „საქართველოს ფოსტაში“ გამოძიება დაიწყო

ფორმულა