მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთი, ცენტრალური უკრაინის უდიდესი ნაწილი, კიევის ჩათვლით, ძირძველი რუსული მიწებია - ლავროვი
უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთი, ცენტრალური უკრაინის უდიდესი ნაწილი, კიევის ჩათვლით, ძირძველი რუსული მიწებია - ლავროვი

უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთი, ცენტრალური უკრაინის უდიდესი ნაწილი, კიევის ჩათვლით, ძირძველი რუსული მიწებია - ლავროვი

ნეტგაზეთი21 ნოემბერი, 2026, 15:23|netgazeti.ge

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მტკიცებით, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთი და ცენტრალური უკრაინის უდიდესი ნაწილი, კიევის ჩათვლით, ძირძველი რუსული მიწებია.

ლავროვის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ ომში მთავარი გამარჯვება, დასახული მიზნების გარდა, უკრიანაში „რუსოფობიის“ დამარცხება იქნება.

„უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთი და ცენტრალური უკრაინის უდიდესი ნაწილი, კიევის ჩათვლით, უდავოდ, ძირძველი რუსული მიწებია. იქ ცხოვრობს ხალხი, რომელიც ჩვენთან ერთად ერთ ემბაზში მოინათლა, საიდანაც ჩვენ ყველანი წამოვედით.

ვფიქრობ, რომ ახლა ჩვენთვის ყველაზე მთავარი გამარჯვება, სპეციალური სამხედრო ოპერაციის [ასე ეწოდება რუსეთში უკრიანის წინააღმდეგ ომს] მიზნების მიღწევის გარდა, მაგრამ ამ მიზნებთან მჭიდროდ დაკავშირებული ამოცანა, არის იმ რუსოფობიის დამარცხება, რომლის დანერგვასაც ცდილობენ უკრაინაში, უფრო სწორად, იმ სივრცეში, რომელსაც ახლა უკრაინა ეწოდება“, – განაცხადა ლავროვმა.

ლავროვის თქმით, დღევანდელი უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, როგორც ერთიანი ხალხის საცხოვრებელ ადგილზე საუბარი, მაინც არ ღირს.

„დასავლეთში ბევრი წარმოადგენს ჩვენთვის სრულიად დაპირისპირებულ კულტურასა და ღირებულებებს. უკრაინელი ლიდერები, რომლებიც ხელისუფლებაში მოდიოდნენ ჯერ კიდევ კუჩმადან დაწყებული და იანუკოვიჩით გაგრძელებული, იძულებულნი იყვნენ რაღაცნაირად გაეთვალისწინებინათ ის, რომ ამ რადიკალურ ნაციონალისტურ იდეებს ძალიან ძლიერი გავლენა ჰქონდა არა მხოლოდ ქვეყნის დასავლეთში, არამედ ის უკრაინის სხვა ნაწილებზეც ვრცელდებოდა. გადაწყვიტეს მათთან „ფლირტი“.

ნებისმიერი პრეზიდენტი, რომელიც აირჩეოდა და პრაქტიკულად ყველა მათგანი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილიდან იყო, თავის მოვალეობად მიიჩნევდა, არ ეწყენინებინა დასავლეთ უკრაინის და დასავლეთ უკრაინელებისთვის. ამ პრობლემის სიმწვავეს ყოველთვის ახშობდნენ და საბოლოოდ მან იფეთქა“, – განაცხადა ლავრომა.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 168 სტატია.

  • EU-მ უკრაინისთვის დამატებით 1 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება დაამტკიცაფორმულა
  • უნგრეთმა უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე ბლოკი მოხსნაBM.GE
  • მედია: კაია კალასი უკრაინის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვის გზებს ეძებს​რუსთავი 2
  • ზელენსკი უკრაინის, აშშ-ისა და ევროპის მოლაპარაკებებზე: საუბარი მარტივი არ ყოფილა, თუმცა შედეგი გვაქვსტვ პირველი
უკრაინის →