მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ფულის გათეთრებისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქის და იურიდიული პირის სამართლებრივი დევნა დაიწყო
ფულის გათეთრებისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქის და იურიდიული პირის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ფულის გათეთრებისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქის და იურიდიული პირის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ფორმულა|formulanews.ge

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქის და იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, საგამოძიებო ნაწილში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის გასათეთრებლად, ბრალდებულმა სამეწარმეო საქმიანობის განზრახვის გარეშე, საქართველოში კომპანია დააფუძნა, რომლის საბანკო ანგარიშებზეც უცხოეთიდან, ყალბი ხელშეკრულების საფუძველზე 2.5 მილიონი ლარის ეკვივალენტი უცხოური ვალუტა ჩარიცხა. ბრალდებულმა თანხის წარმომავლობა შენიღბა, როგორც კანონიერი გზით მიღებული შემოსავალი და მისი ნაწილი, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის საფუძველზე საზღვარგარეთ გადარიცხა. "უცხო ქვეყნის მოქალაქის და იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო იურიდიულ პირთან მიმართებით - ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

პატიმრობის გამოყენების შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ძებნა გამოცხადდება. გამოძიების ფარგლებში დაყადაღებული, 2.5 მილიონი ლარის ეკვივალენტი უცხოური ვალუტის სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოსართმევად პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სებ: გამოძიების დასრულებამდე, ნანა ყეინიშვილი საბჭოს მუშაობას ჩამოაცილეს

სებ: გამოძიების დასრულებამდე, ნანა ყეინიშვილი საბჭოს მუშაობას ჩამოაცილეს

ფორმულა

ზურაბიშვილი: ყეინიშვილის არჩევაზე პასუხისმგებლობის ჩემთვის დაკისრება ოცნების მორიგი ფარსია

ზურაბიშვილი: ყეინიშვილის არჩევაზე პასუხისმგებლობის ჩემთვის დაკისრება ოცნების მორიგი ფარსია

ფორმულა

ტყიბულში მეშახტე დაშავდა

ტყიბულში მეშახტე დაშავდა

ფორმულა

ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის გიორგი კირვალიძეს 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის გიორგი კირვალიძეს 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

ფორმულა